უკრაინამ და რუსეთმა საზავო მოლაპარაკებები შეაჩერეს

უკრაინას და რუსეთს შორის საზავო მოლაპარაკებები ამჟამად არ მიმდინარეობს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ.

მოლაპარაკებების შეწყვეტა დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა.

"მოლაპარაკებების პროცესი, მიმაჩნია, აღდგება, მისი მოდერატორი ზელენსკი იქნება", - განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა "პუტინის სახის შესანარჩუნებლად" არაფრის დათმობას არ აპირებს.

კიევის და მოსკოვის დელეგაციებს შორის პირისპირ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი სტამბულში, აპრილის ბოლოს გაიმართა.

უკრაინამ რუსეთს საზავო ხელშეკრულების პროექტის პუნქტები წარუდგინა. 

მსგავსი სიახლეები