უკრაინიდან რუსეთში დაბრუნებულმა სამხედროებმა 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს

უკრაინიდან რუსეთში დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა გასული 2 წლის განმავლობაში 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ხოლო სასამართლოს სასჯელი მათ მიმართ უფრო რბილია, ვიდრე სხვა შემთხვევებში. 

ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული მედიების Верстка-ს და Холод-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია საუბარია

Верстка-ს დათვლით გასული 2 წლის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა რუსეთის ტერიტორიაზე 107 ადამიანი მოკლეს. გარდა ამისა უკრაინიდან დაბრუნებული სამხედროების თავდასხმის შედეგად მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო კიდევ 100 მოქალაქემ. 

Холод-მა შეისწავლა სასართლო განაჩენები - აღმოჩნდა, რომ ყველაზე გავრცელებული დანაშაულები უკრაინიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს შორის, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, ქურდობა და ფიზიკური ძალადობაა. 

გამოცემის ინფორმაციით, საომარ მოქმედებებში მონაწილეობა სასართლოებისთვის შემამსუბუქებელ გამორეობად კვალიფიცრდება, რის გამოც განაჩენები მაქსიმალურად რბილია და უმძიმესი დანაშაულების შემთხვევაშიც კი საშუალოდ რამდენიმე თვიანი პატიმრობით შემოიფარგლება. 

დანაშაულების უმეტესობა ყოფით ნიადაგზე ხდება, მიზეზი კი როგორც წესი ალკოჰოლური სასმელების ჭარბი მოხმარებაა. 

 

მსგავსი სიახლეები