"ვისაუბრეთ განახლებებზე ЗСУ-ს სარდლობაში"- ზელენსკი ზალუჟნის შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების (ЗСУ) მთავარსარდალს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ორივე მათგანმა მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ განაცხადეს. 

"შევხვდი ვალერი ზალუჟნის, მადლობა გადავუხადე 2 წლის განმავლობაში უკრაინის დაცვისთვის. განვიხილეთ რა განახლებები ჭირდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ  ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს ЗСУ-ს განახლებულ ხელმძღვანელობაში. ახლა ასეთი განახლებების დროა. ზალუჟნის შევთავაზე დარჩეს გუნდში",- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ Facebook-ზე. 

თანამდებობიდან საკუთარი ნებით წასვლის, ან გადაყენების შესახებ პირდაპირი ტექსით არაფერს წერს ვალერი ზალუჟნიც, მაგრამ პოსტიდან გამომდინარეობს, რომ ის აღარ დაიკავებს მთავარსარდლის პოსტს. 

"დიდი ომის პირველ და ყველაზე მძიმე დღეებში, ჩვენ ერთად გავუძელით ძლიერი და ვერაგი მტრის შემოტევას. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ყოველდღიურად იცვლება. 2022 წლის ამოცანები განსხვავდება 2024 წლის ამოცანებისგან, ამიტომაც უნდა შევიცვალოთ და ვადაპტირდეთ ჩვენც. რათა ასევე ერთად გავიმარჯვოთ. ეს ეს არის შევხვდით მთავარსარდალს, გვქონდა სერიოზული და მნიშვნელოვანი საუბარი. მიღებულია გადაწყვეტილება მიდგომებისა და სტრატეგიის ცვლილების შესახებ",- წერს ზალუჟნი. 

უკრაინის პრეზიდენტის საიტზე ЗСУ-ს სარდლობაში საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილების შესახებ ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. 

მასალა განახლებადია 

მსგავსი სიახლეები