ზალუჟნიმ ამერიკელებს უთხრა, რომ უკრაინის არმია გარღვევის ზღვარზეა - WSJ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ამერიკელ ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევის დროს გარღვევის ზღვარზე არიან.
ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
"აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, უკრაინისთვის არ არის გვიან, რომ წარმატებას მიაღწიოს. უკრაინელი მეთაურები ასევე აცხადებენ, რომ მათი კონტრშეტევის დრო ჯერ ამოწურული არ არის და ზალუჟნიმ ამერიკელ ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ მისი ძალების შეტევა გარღვევის ზღვარზეა." - წერს გამოცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური კულუარული დებატები კიევის ნელი კონტრშეტევის განვითარების სტრატეგიისა და ტაქტიკის შესახებ.
ამერიკელი სამხედროები უკრაინელებს ძალების კონცენტრაციისკენ მოუწოდებენ, რათა რუსული თავდაცვის გარღვევა და აზოვის ზღვამდე მისვლა შეძლონ.
კიევმა ტაქტიკაში გარკვეული ცვლილებები ბოლო კვირებში შეიტანა, მაგრამ ორივე მხარე განხვავებულ პოზიციებზეა, თუ როგორ შეიძლება შეცვალონ სიტუაცია იმ შეზღუდულ დროში, რაც მათ ზამთრის დადგომამდე აქვთ.
ამერიკული საბჭოს გათვლებით, იმ 43 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შეიარაღების რაოდენობა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა, საკმარისია შეტევისთვის და ნაკლებად სავარაუდოა მომავალ წელს იგივე განმეორდეს.
"ჩვენ კონტრშეტევისთვის ეს ფოლადის მთა შევქმენით. ჩვენ არ შეგვიძლია ამის გამეორება. ეს შესაძლებლობა არ არსებობს," - თქვა ერთმა ამერიკელმა ყოფილმა ოფიციალურმა პირმა.
"თქვენ არ გესმით ამ კონფლიქტის ბუნება," - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ. "ეს არ არის აჯანყების ჩახშობა, ეს არის კურსკი," - აღნიშნა მან და მიანიშნა მეორე მსოფლიო ომის მთავარ ბრძოლაზე გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის.
ამერიკელი ოფიციალური პირების რჩევის შემდეგ, უკრაინელებმა სტრატეგია შეცვალეს და აღმოსავლეთ ზაპორიჟიეში თავდაცვაზე გადავიდნენ. ამ ცვლილებამ უკრაინელებს საშუალება მისცა შეენარჩუნებინათ თავიანთი ძალები სხვაგან მთავარი შეტევისთვის და შეეზღუდათ არტილერიის გამოყენება.
მაგრამ აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინელები ჯერ კიდევ ძალიან დაშლილი არიან სამხრეთისკენ კონცენტრირებული შეტევისთვის, აღმოსავლეთში განლაგებული მრავალი ბრიგადით და ჯერ კიდევ არ აერთიანებენ საარტილერიო შესაძლებლობებს, მექანიზებულ დანაყოფებს და განაღმვის ძალისხმევას.