ზელენსკი: ახლა არჩევნების დრო არ არის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლა არ არის არჩევნებისთვის მომზადების დრო და ოკუპანტებთან ბრძოლაზე კონცენტრირება უნდა მოხდეს.
"ჩვენ ყველას გვესმის, რომ ახლა ომის დროა, როცა ბევრი გამოწვევაა და აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა არჩევნების თემის საზოგადოებაში ასე უშნოდ თამაშში გადატანა.
ყველა შესაბამისი სტრუქტურისა და ხელისუფლებისგან ველოდები კონკრეტულ პასუხებს იმ ამოცანების შესახებ, რაც ახლა ობიექტურად დგას ჩვენი სახელმწიფოს წინაშე. ეს ეხება სამოქალაქო ხელისუფლებას და სახელმწიფოს სამხედრო ელემენტებს და უკრაინის უმაღლეს რადას და უკრაინის უშიშროების სამსახურის და სხვა სამართალდამცავი უწყებების ოფიციალურ პირებს." - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
"მე მჯერა, რომ ახლა არ არის არჩევნების დრო. და თუ თქვენ გსურთ ბოლო მოუღოთ ამა თუ იმ პოლიტიკურ დავას და გააგრძელოთ მუშაობა ერთიანად. სახელმწიფოში არის სტრუქტურები, რომლებსაც შეუძლიათ ბოლო მოუღონ ამას და მივცეთ საზოგადოებას ყველა საჭირო პასუხი, რათა ადგილი არ დარჩეს კონფლიქტებისთვის და სხვისი თამაშისთვის უკრაინის წინააღმდეგ." - თქვა მან.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 2024 წლის გაზაფხულზე, საპრეზიდენტო არჩევნების დადებით და უარყოფით მხარეებს წონის.