ზელენსკი: კონტრშეტევისთვის მზად ვართ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა უკვე მზად არის კონტრშეტევისთვის.
ამის შესახებ ზელენსკიმ WSJ-თან ინტერვიუში განაცხადა.
"მჯერა, რომ დღეს ჩვენ მზად ვართ ამის გასაკეთებლად (კონტრშეტევისთვის - რედ.). გვსურს რაღაცეები გვქონდეს, მაგრამ თვეობით ვერ მოვიცდით. ჩვენ ნამდვილად გვჯერა წარმატების, არ ვიცი რა დრო დაგვჭირდება." - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი თვლის, რომ დასავლეთის ქვეყნებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ რუსეთის იზოლაციისთვის.
მანამდე ზელენსკიმ თქვა, რომ მისთვის რთულია კონტრშეტევის დაწყების თარიღის დასახელება.