ზელენსკიმ ჩინეთი რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებაში დაადანაშაულა

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი რუსეთს აწვდის სხვადასხვა ტიპის შეიარაღებას და ხელს უწყობს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობას - ეს სრულმასშტაბიანი შეჭრის 3 წლის განმავლობაში, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთი პირდაპირ ამხილა რუსეთის სამხედრო დახმარებაში.
State Of Play: ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართუ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის ციტატას ინტერფაქს უკრაინა ავრცელებს.
- "ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩინეთი შეიარაღებას აწვდის რუსეთს, ჩვენი მონაცემებით საუბარია დენთზე, საუბარი არტილერიაზე, ვფიქრობ ამ ყველაფერზე დეტალურად საუბარს მომდევნო კვირას შევძლებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩინეთის წარმომადგენლები რუსეთში შეიარაღებას აწარმოებენ"- ამბობს ზელენსკი.
- უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, ბოლო სატელეფონო საუბარში ჩინეთის ლიდერი დაჰპირდა, რომ რუსეთს შეიარაღებას არ გადასცემდა - "მაგრამ სამწუხაროდ დღეს ჩვენ სხვა სინამდვილეს ვხედავთ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, ცუდი ფაქტები.
Big Picture: გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ტყვედ აიყვანეს საოკუპაციო არმიის რიგებში მებრძოლი ჩინეთის 2 მოქალაქე.
- ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით რუსეთის არმიის რიგებში როგორც მინიმუმ რამდენიმე ასეული ჩინელი იბრძვის.
Context: მედიაში გავრცელებული ცნობების გამოხმაურებისას ჩინეთის საგარეო სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ ახალისებს მისი მოქალაქეების ჩართვას უცხოეთში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტებში.