"მე ვიცი, რომ ჩვენ აშშ-სგან 100 მილიარდი დოლარის დახმარება მივიღეთ, არ ვაპირებ 500 მილიარდის დავალიანების აღიარებას ვინ არ უნდა თქვას ვინმემ"- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კონსერვატიული Fox News-ის ცნობით, უკრაინამ შეთანხმებაში ახალი პუნქტები შეიტანა, რომლის განხილვაც ჯერ კიდევ გრძელდება, ხოლო შეთანხმების შემთხვევაში ხელშეკრულებას ხელს აშშ-ს მხრიდან სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და უკრაინის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიჰა მოაწერენ.
ადმინისტრაციის ინსაიდერები გამოცემასთან საუბარში ამბობენ, რომ დონალდ ტრამპის რიტორიკული თავდასხმები ზელენსკიზე, რომელმაც ევროპელებისა გაოცება და რუსების სიხარული გამოიწვია არ ნიშნავს აშშ-ს პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებას, არამედ მხრიდან აშშ-ს მიერ შეთავაზებულ შეთანხმებაზე უარით გამოწვეული რეაქციაა.