ГУР: კადიროვს თირკმლები გაეთიშა, კრემლი შემცვლელს ეძებს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომრეობა გასულ დღეებში მკვეთრად გაუარესდა, მისი სანათესაო კი გროზნოში, კადიროვის პირად საავადმყოფოში შეიკრიბა.

ვითარების არსი: კადიროვის ჯანმრთელობის გაუარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Укринформ-მა ГУР-ში თავის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. 

  • მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურა RBC Ukraine-ის წყაროებმაც სადაზვერვო უწყებებიდან. 

  • წყაროების ცნობით, მოვლენათა განვითარების ფონზე კრემლში გააქტიურდა კადიროვის შემცვლელის ძიების პროცესი. 

ჩაშლილად: რამზან კადიროვის შესაძლო შემცვლელებს შორის სახელდებიან: მოგამად დაუდოვი (ჩეჩნეთის პრემიერი), აპტი ალაუდინოვი (სპეცრაზმ ახმატის მეთაური და უფროსი ვაჟი, ახმატ კადიროვი, რომელიც გასულ დღეებში ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნეს. 

  • გასული წლის ნოემბერში დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Istories რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში თავის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ კრემლში კადიროვის შემცვლელად სწორედ ახმატის მეთაურს, აპტი ალაუდინოვს ხედავენ. 
  • ამავე წყაროს ცნობით, ФСБ-ს ჩეჩნეთის მომავალ ლიდერად, მისი გარემოცვის უახლოესი წევრისა და სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ადამ დელიმხანოვის ხილვა სურს, ხოლო თავად რამზან კადიროვის ფავორიტი კი 18 წლის ვაჟი ადამია. 

დაეწიე ამბავს: საყურადღებოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინული დაზვერვა კადიროვის ჯანრმთელობის მკვეთრი გაუარესების შესახებ იუწყება, მათ შორის ოფიციალურადაც. 

  • კადიროვის "კრიტიკულად მძიმე" მდგომარეობის შესახებ იუწყებოდა  ГУР-ის წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი. 

სტრიქონებს შორის: 25 დეკემბერს ნოვაია გაზეტა კადიროვის გარემოცვაში თავის წყაროებზე დაყრდნობით იწყებოდა, რომ კადიროვს სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით გასამართ სახელმწიფო საბჭოს სხდომამდე. 

  • გაზეთის ცნობით, სწორედ ამიტომ არ ესწრებოდა კადიროვი სახელმწიფო საბჭოს სხდომას - ის ერთადერთი გამონაკლისი იყო ავტონომიური რესპუბლიკების მეთაურებს შორის. 

  • 2019 წელს ნოვაია გაზეტა წერდა, რომ კადიროვს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც წელიწადში რამდენიმეჯერ ინტენსიურ დიალიზის პროცედურას საჭიროებს და არ ექვემდებარება სრულად განკურნებას. 

  • თავად კადიროვმა არაერთხელ უარყო გავრცელებული ცნობები, ხოლო საჯარო აქტივობების შემცირება, "უკრაინაში მეომარ ჯარისკაცებზე ნერვიულობით" ახსნა. 

მსგავსი სიახლეები