ევროკავშირში, მთელი ყურადღება, არჩევნებზეა გადატანილი: 6-დან 9 ივნისის შუალედში, 27 სახელმწიფოდან, ევროპარლამენტის 720 დეპუტატის ვინაობა გაირკვევა, რომლებიც, შემდგომი 5 წლის პერიოდში, მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენენ გაერთიანების ცხოვრებაზე.
არჩევნებში მონაწილეობის მიღება 370 მილიონ ადამიანეზე მეტს შეუძლია, რაც შედარებისთვის, უფრო მეტია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ამომრჩევლთა მაჩვენებელი, თუმცა, პრობლემას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ევროპარლამენტის არჩევნები, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ბევრად ნაკლები ადამიანი მივა საარჩევნო ურნასთან.
ხალხში ხშირად არის აღქმა, რომ ევროკავშირის სტრუქტურების დაკომპლექტება, რასაც ევროპარლამენტის არჩევნები აქვს საფუძვლად, საკმაოდ ბუნდოვან და გრძელ პროცესებთან არის დაკავშირებული, სწორად ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ამ სტატიაში, განსაკუთრებულად მნიშვნელობის საკითხები, მარტივი ენით მიმოვიხილოთ.
როგორ ირჩევენ ევროპარლამენტის დეპუტატებს?
ევროკავშირის სამი ფუნდამენტური ინსტიტუტიდან, საკანონმდებლო ორგანო ერთ-ერთია, რომელიც მნიშვნელოვანი დეტალით გამოირჩევა: ეს არის ერთადერთი ორგანო, რომელიც პირდაპირი არჩევის გზით კომპლექტდება.
საარჩევნო პერიოდი სამ დღეზე არის გადანაწილებული, რათა 27 ქვეყნაში მიმდინარე საარჩევნო პროცესი, მეტნაკლებად ორგანიზებულად წარიმართოს. დასაწყისში, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ამომრჩევლებს 720 დეპუტატის არჩევა მოუწევთ, რომელებიც, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებში გადანაწილდებიან.
თუმცა, სანამ პოლიტიკურ ჯგუფებამდე მივალთ, იქამდე ხაზგასასმელია, ერთი მნიშვნელოვანი მოცემულობა - დეპუტატების რაოდენობის წესი: კვოტირების სისტემის თანახმად, რაც უფრო დიდია ქვეყანა, მით უფრო მეტი კანონმდებლის არჩევა შეუძლია ევროპარლამენტში.
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე, არჩევნები ადრე იწყება
როგორ მუშაობს ეს წესი პრაქტიკაში? მოდით, მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ: მაშინ, როდესაც გერმანიაში 96 დეპუტატს აირჩევენ, ხოლო საფრანგეთში 81-ს, ეს მაჩვენებელი რადიკალურად განსხვავებული იქნება მალტაში ან კვიპროსში, საიდანაც, ევროპარლამენტში, მხოლოდ 6 დეპუტატი მოხვდება.
არჩევის შემდეგ, დეპუტატები, ევროპარლამენტში არსებულ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებში ნაწილდებიან. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ეს შემთხვევაც, მარტივი მაგალითის საფუძველზე განვიხილოთ:
იმ შემთხვევაში, თუკი საფრანგეთის მოქალაქეების საკმარისი რაოდენობა, ხმას მისცემს მარინ ლე პენის პარტიას (მაღალი ალბათობით, ამ არჩევნებში, საფრნაგეთის მასშტაბით პირველ ადგილს დაიკავებენ), ისინი ევროპარლამენტში ცალკე არ იქნებიან, არამედ ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფის, ამ შემთხვევაში - "იდენტობისა და დემოკრატიის" (ID) წევრები გახდებიან, სადაც, ევროკავშირის სხვა ქვეყნების მემარჯვენე-ექსტრემისტ პოლიტიკოსებთან ერთად მოუწევთ მუშაობა და საკუთარი პოზიციების დაცვა.
ანალოგიური მდგომარეობა იქნება ემანუელ მაკრონის პარტიის შემთხვევაშიც, რომლის წევრებიც, არჩევის შემდეგ, სხვა ქვეყნის ლიბერალ პოლიტიკოსების მხარდამხარ, ერთ-ერთ პოლიტიკურ ჯგუფში - Renew Europe-ში აღმოჩდებიან.
ზოგადად, უნდა ითქვას, რომ დღეისთვის, ევროპარლამენტში 7 პოლიტიკური ჯგუფი არსებობს, ესენია:
- ევროპის სახალხო პარტია (EPP);
- სოციალ-დემოკრატები;
- Renew Euorpe;
- ევროპელი კონსერვატორები (ECR);
- იდენტობისა და დემოკრატიის ჯგუფი (ID);
- მემარცხენეები;
- მწვანეები;
ხაზგასასმელია ისიც, რომ საკუთარი წევრი ქვეყნის მიმართ, ევროკავშირს არ აქვს დადგენილი მინიმალური ბარიერი, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას, თავად სახელმწიფოები იღებენ. თუმცა, არსებობს ზოგადი წესი, რომლის თანახმადაც, ბარიერი არ შეიძლება 5%-ს აღემატებოდეს.
მიმდინარე არჩევნებისთვის, ქვეყნების უმრავლესობას, მინიმალური ბარიერი არ აქვს დადგენილი, როგორც ეს ბელგიის ან დანიის შემთხვევაშია, თუმცა, მეორე ადგილზე ის ქვეყნები არიან, სადაც ყველაზე მაღალი, 5%-იანი ქვედაზღვარი მოქმედებს.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ ეროვნული პარალამენტებისგან განსხვავებით, ევროკავშირის პარლამენტს, არ გააჩნია უფლებამოსილება, რომ საკანონმდებლო საქმიანობა ექსკლუზიურად განახორციელოს.
მეტიც, ძალთა ბალანსი, აქ უფრო ევროკომისიისკენ იხრება, რომლის დაკომპლექტებასაც, ევროპარლამენტის თანხმობა ესაჭიროება, ისევე როგორც მათ მიერ წარმოდგენილ საკანაონმდებლო ინიციატივების მიღებას.
მიუხედავად იმ მოსაზფრებისა, რომ ინსტიტუციურ "ტრიადაში" - ევროკომისიასთან და ევროპულ საბჭოსთან შედარებით, ევროპარლამენტი უფრო სუსტ რგოლად ითვლება, მაინც, ცალსახად ხაზგასასმელია, რომ ამ ორგანოს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს გაერთიანების მიმდინარე პროცესების წარმართვაზე.
ამოცანა N1: ევროკომისიის დაკომპლექტება
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირველესი საკითხი, რაც ევროპარლამენტის დეპუტატებს გადასაჭრელი ექნებათ, ეს არის ევროკომისიის დაკომპლექტება. საუბარი შეეხება 27 ადამიანს, რომლებმაც, დარგობრივად, ევროკავშირის მართვა, მომდევნო 5 წლის განმავლობაში უნდა ჩაიბარონ.
თავისთავად ცხადია, რომ ამ კონტექსტში, ყველაზე მნიშვნელოვანი, ევროკომისიის პრეზიდენტის დამტკიცება იქნება, რაზეც სურვილს, კვლავ აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანელი პოლიტიკოსი, რომელსაც მხარს "ევროპის სახალხო პარტია" (EPP) უჭერს.
იმისთვის, რომ ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატი დამტკიცდეს, მინიმუმ 361 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.
ჩანაწერებისა და შეთანხმებების თანახმად, წევრი ქვეყნის ლიდერები ვალდებულები არიან, რომ "მხედველობაში მიიღონ" არჩევნების შედეგი და ამის მიხედვით იხელმძღვანელონ, სხვადასხვა თანამდებობაზე, კანდიდატების წარდგენისა ან მხარდაჭერის დროს.
კვლავაც, მაგალითის საფუძველზე რომ ავხსნათ: თუკი, რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, ყველაზე მეტი დეპუტაცია ეყოლება არჩევნების შემდეგ, საკანონდმებლო საქმიანობაზე შემდგომი ზეგავლენის გარდა, ეს უპირატესობას ქმნის, რომ წამყვან თანამდებობებზე, საკუთარი კანდიდატების არჩევა მოითხოვონ.
სავარაუდოა, რომ არჩევნების შემდეგ, პირველ ადგილს, კვლავ ევროპის სახალხო პარტია დაიკავებს, რის შემდეგაც, ისინი პოტენციური პარტნიორების ძებნას დაიწყებენ, რათა ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის (დიდი ალბათობით), საჭირო ხმების რაოდენობა შეაგროვონ.
ასეთ დროს, ხმების მობილიზების მიზნით, კარს უკან გამართულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებში, წამყვანი თანამდებობების გადანაწილება ხდება, რათა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუდებიდან, საჭირო მხარდაჭერის მიღება, შესაძებელი გახდეს.
2019 წელს, მსგავსი შეთანხმების ფარგლებში, ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს სოციალ-დემოკრატებმა და ლიბერალებმა (Renew Europe), თუმცა, ეს შესაძლოა საკმარისი არ ყოფილიყო, რომ არა ვიქტორ ორბანისა და იაროსლავ კაჩინსკის დეპუტატების მხარდაჭერა. გერმანიის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მაშინ საჭიროზე 9 ხმით მეტი მოაგროვა და ევროკომისიის პრეზიდენტი გახდა.
სავარაუდო პროგნოზი, Politico-ს მონაცემების მიხედვით
ერთი დეტალი, ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზე, ევროპარლამენტის მხარდაჭერამდე, საჭიროა ევროპული საბჭოში კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვება, ანუ გაერთიანებაში შემავალი, მინიმუმ 12 სახელმწიფო ლიდერის თანხმობა, რაც EPP-ის შემთხვევაში, პრობლემას ნაკლებად წარმოადგენს.
იმ შემთხვევაში, თუკი ევროკომისიის თავმჯდომარის კანდიდატს ევროპარლამენტი მხარს არ დაუჭერს, მაშინ ერთი თვის ვადაში, ახალი კანდიდატის დასახელება გახდება საჭირო, თუმცა, მსგავსი პრეცენდენტი აქამდე არ ყოფილა. თავმჯდომარეობის კანდიდატის მხარდაჭერის საკითხი, კენჭისყრამდე, არაფორმალურად ირკვევა ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ ევროკომისიაში გადასანაწილებელი თანამდებობები, კენჭისყრამდე, დიდწილად, გარკვეულია ხოლმე.
თუმცა, ევროკომსიის პრეზიდენტის პოსტისგან განსხვავებით, ხშირად არის შემთხვევა, როდესაც კომისრის პოსტზე, ამა თუ იმ კანდიდატს, კენჭისყრაზე ხმები არ ყოფნის. მაგაკითისთვის, 2019 წელს, ემანუელ მაკრონის მიერ, ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიის კომისრის პოსტზე ნომინირებული სილვი გულარმა, საჭირო რაოდენობის ხმა ვერ მიიღო, რის გამოც, მისი კანდიდატურა ჩავარდა.
ამის მიზეზი, მაშინ ის გახდა, რომ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) დეპუტატებმა, "ხურდის დაბრუნება" გადაწყვიტეს მაკრონისთვის, როდესაც, ამ უკანასკნელმა, ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზე, მანფრედ ვებერის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. მოგვიანებით, ვებერი EPP-ის პრეზიდენტად აირჩიეს.
ამ პრაქტიკის საფუძველზე, და არამხოლოდ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთი კანდიდატურა, შესაძლოა წელსაც ჩავარდეს.
ამოცანა N2: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და ევროპარლამენტის პრეზიდენტის არჩევა
ევროკომისიის დაკომპლექტება, როგორც უვკე ავღნიშნეთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია, რისი გაკეთებაც პარლამენტს მოუწევს, თუმცა, იქამდე, მათ ევროპარლამენტის პრეზიდენტის არჩევა მოუწევთ. კანონის თანახმად, ამ პოსტზე, 2,5 წლიანი ვადით ირჩევენ კანდიდატს. პრაქტიკაში, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიების კანდიდატები, როტაციით იკავებენ ამ თანამდებობას.
მაგალითისთვის, 2019-2024 წლის მოწვევის პარლამენტში, პრეზიდენტის პოსტს დავიდ სასოლი, იტალიელი სოციალ-დემოკრატი იკავებდა, რომლის გარდაცვალების შემდეგაც, იგი რობერტა მეცოლამ, ევროპის სახალხო პარტიის წევრმა შეცვალა. უდიდესი ალბათობით, მომავალ პარლამენტშიც, მსგავსი კონფიგურაციით მოხდება პრეზიდენტის პოსტის გადანაწილება.
ბოლო წლებში მიმდინარე პოლიტიკური პერიპეტიებიდან გამომდინარე, საქართველოში, ევროპული საბჭო, განსაკუთრებით ცნობადი და პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარება, წლების წინ, შარლ მიშელმა, ევროპული საბჭოს ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა სცადა.
ევროპარლამენტის ძირითადი ფუნქციები
თავშივე უნდა ითქვას, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის არჩევაში, ევროპარლამენტს არანაირი როლი არ აქვს, განსხვავებით ევროკომისიის დაკომპლექტებისგან, აქ ყველაფერს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები წყვეტენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ირჩევა 2,5 წლიანი ვადით, რისთვისაც საჭიროა საბჭოს კვალიფიციური უმრავლესობა. არსებული პრაქტიკის მიხედვით, ამ პოსტზე, კანდიდატის დანიშვნისას, უნდა ვიხემძღვანელოთ იმ შეთანხმებით, რაც წამყვან პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, არჩევნების შემდეგ დაიდება.
მაღალია იმის ალბათობა, რომ არჩევნების შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ევროპის სახალხო პარტიამ, ამ პოსტზე, სოციალ-დემოკრატების კანდიდატურას დაუჭიროს მხარი. თუკი ეს ვერსია, რეალობად იქცა, მაშინ დანიის პრემიერს - მეტ ფრედერიკსენსა და პორტუგალიის ყოფილ პრემიერს - ანტონიო კოსტას, ყველაზე მეტი შანსები გააჩნიათ.
თუმცა, ცხადია, ეს არ არის ერთადერთი სცენარი, რომელიც შესაძლოა ვიხილოთ, რადგანაც, რთულია ზუსტად იმ კოალიციური შეთანხმების პროგნოზირება, რასაც პოლიტიკური ჯგუფები, არჩევნების შემდეგ გააკეთებენ.
2019 წელს, შარლ მიშელის არჩევა, სწორად ამაზე მეტყველებს, რომელსაც თავდაპირველად, ფავორიტად ცოტა თუ მიიჩნევდა. მაშინ, კოალიციური შეთანხმების ფარგლებში, მის კანდიდატურას, ყველაზე დიდი მხარდამჭერა ემანუელ მაკრონმა გამოუცხადა, რომლის პარტიაც, იმავე პოლიტიკურ ჯგუფშია, სადაც შარლ მიშელი მოიაზრებოდა.
რას უნდა ველოდოთ?
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების შემდეგ, ორი წამყვანი პოლიტიკური ჯგუფი, კვლავაც ევროპის სახალხო პარტია და სოციალ-დემოკრატები იქნებიან. თუმცა, სავარაუდოა, რომ საკუთარ პოზიციებს მნიშვნელოვნად გაუარესებენ ლიბერალები, კერძოდ Renew Europe და მწვანეების პოლიტიკური ჯგუფები.
მოსალოდნელია, რომ ამ არჩევნების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზრდება მემარჯვენე ორიენტაციის მქონე დეპუტატების რაოდანობა, რაც, მათ შორის იდენტობისა და დემოკრატიის (ID) ჯგუფსა და ევროპელი კონსერვატორების (ECR) წარმოადგელნების რაოდენობის ზრდაში გამოიხატება.
დიდი იყო იმის ალბათობა, რომ იდენტობისა და დემოკრატიის ჯგუფი, დეპუტატების რაოდენობით, მესამე ადგილზე გადაინაცვლებდა (დღეს, მესამე ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი, ლიბერალური ორიენტაციის - Renew Europe-ია), თუმცა საკუთარი რიგებიდან გერმანული AFD-ს გარიცხვის შემდეგ, ასე შესაძლოა აღარ მოხდეს.
თუმცა, მიუხედავად ამისა, პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ რადიკალი მემარჯვენეების რაოდენობა, მომდევნო პარლამენტში არ გაიზარდოს.