EU შეეცდება რუსული აქტივების გამოყენებაზე კონსენსუსს მომდევნო კვირას მიაღწიოს

ევროკავშირი შეეცდება უკრაინისთვის ე.წ, რეპარაციული კრედიტების გამოყენების თაობაზე პოლიტიკურ  კონსენსუსს უკვე მომდევნო კვირას მიაღწიოს - 140 მილიარდი ევროს მოცულობის კრედიტი რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებით იქნება უზრუნველყოფილი. 

ვითარების არსი: ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg წერს

  • გამოცემის წყაროები მიუთითებენ, რომ ევროკავშირში წევრ არაერთ ქვეყანაში შექმნილი ბიუჯეტური და ფინანსური სირთულეების ფონზე რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის გრძელვადიანი სტაბილური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ერთადერთ ოფციად მოსჩანს. 

  • ე.წ. რეპარაციული კრედიტები 23 ოქტომბერს ბრიუსელში გასამართი სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება - წყაროების ცნობით, იდეის მომხრეებს იმედი აქვთ, რომ პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწევენ, რის შემდეგაც აღმასრულებელი შტო კონკრეტულ მექანიზმზე დაიწყებს მუშაობას. 

  • გეგმის მიხედვით, პირველ ტრანშს უკრაინა ახალი სქემით მომდევნო წლის მეორე კვარტლის მიწურულს მიიღებს. 

დიდი სურათი: 8 ოქტომბერს Financial Times წერდა, რომ უმსხვილესი ევროპული ქვეყნები ამ მიმართულებით ბელგიაზე წნეხს ზრდიდნენ - წყაროების ცნობით, მთავარი ე.წ. რეპარაციული კრედიტების მთავარი მოწინააღდეგე ბელგიის მთავრობაა. /

  • გასულ კვირებში ცნობილი გახდა, რომ გეგმის მთავარი მოწინააღმდეგე ბელგიის მთავრობა, რომლის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა კოპენჰაგენში გამართულ სამიტზე კოლეგებს ასეთ გადაწყვეტილებას დაკავშირებული ფინანსური და სამართლებრივი რისკების სრულად გაზიარება მოსთხოვა. 

კონტექსტი:  ევროკომისიის განახლებული გეგმის მიხედვით, მექანიზმი არ გულისხმობს აქტივებს კონფისკაციას, ხოლო რუსეთის მხრიდან საჩივრის რისკი დაზღვეულია იმით, რომ ბლოკი არ ცნობს მის ფარგლებს გარეთ მიღებულ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს. 

  • გაყინულ რუსულ აქტივებზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის უზრუნველყოფით კიევმა გასულ წელს 50 მილიარდი ევროს მოცულობის კრედიტი მიიღო.

     
  • ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინის მხარდაჭერის ტვირთის დიდი ნაწილი სწორედ ევროკავშირის პასუხისმგებლობა იქნება.

 

მსგავსი სიახლეები