დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

11:29 | 05 ნოემბერი, 2026 — აზერბაიჯანი

2027 წელს აზერბაიჯანი თავდაცვაზე $2.5 მილიარდს დახარჯავს

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, აზერბაიჯანი თავდაცვაზე 4 მილიარდი მანათის ($2.35 მილიარდი) დახარჯვას გეგმავს. თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საერთო ხარჯები 2026 წელთან შედარებით დაახლოებით 1.2%-ით გაიზრდება.


ვითარების არსი: ბიუჯეტის პროექტი ასევე ითვალისწინებს 3.4 მილიარდ მანათს ($2 მილიარდ) სომხეთის ოკუპაციიდან დაბრუნებული ტერიტორიების აღდგენისთვის, სამთავრობო პროგრამის - "დიდი დაბრუნების" ფარგლებში.


  • ეს მცირედით ნაკლებია 2026 წელს გამოყოფილ 3.5 მილიარდ მანათზე ($2.06 მილიარდი) და მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2025 წელს გამოყოფილ 4.46 მილიარდ მანათს ($2.63 მილიარდი).
  • ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებული ქალაქებისა და სოფლების აღდგენა, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარება - გზები, ელექტროენერგია, წყალმომარაგება, სკოლები, საავადმყოფოები და საცხოვრებელი სახლები.
  • ბიუჯეტის პროექტი ამჟამად პარლამენტში განიხილება.


სტრიქონებს შორის: 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თანხები არსებული ვალდებულებებისა და ხელმოწერილი კონტრაქტების შესაბამისად გადანაწილდება.


  • 2027 წლის პროექტი ასევე ითვალისწინებს სამხედროების საცხოვრებლითა და ქირის კომპენსაციით უზრუნველყოფის დაფინანსების 41.2%-იან შემცირებას 2026 წელთან შედარებით. 


დიდი სურათი: აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თავდაცვაზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს. შედარებისთვის, საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 1.9 მილიარდი ლარით ($730 მილიონი) განისაზღვრა.


  • საქართველოს თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2%-ზე ნაკლებია.
  • 2027 წლისთვის სომხეთის თავდაცვის ბიუჯეტი 616.5 მილიარდი დრამი, დაახლოებით 1.5 მილიარდ აშშ დოლარი იქნება.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე