დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

21:47 | 04 ნოემბერი, 2026 — აშშ

ვენსი: არჩევნები ირანის ომის გამო წავაგეთ

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი პირველად გამოეხმაურა თავისი პარტიის მძიმე მარცხს 3 ნოემბერს გამართულ შუალედურ არჩევნებში - ჯეი დი ვენსის თქმით, რესპუბლიკელების მარცხის მთავარი მიზეზი ირანის ომია. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე წერს - ცოტა ხნით ადრე Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ირანის ომი მარცხის ერთ-ერთი მიზეზი იყო. 

  • ჯეი დი ვენსის პოსტი მალევე გააზიარა ტრამპის უფროსმა ვაჟმა დონ ჯუნიორმა. 

ჩაშლილად: "თქვენ შეგიძლიათ ამაზე იდავოთ და თქვათ, რომ ეს ამად ღირდა, რომ სენატის დაკარგვა მომდევნო 6 წელი ამად (ირანთან ომი) ღირდა, რომ ეს სამართლიანი ფასი იყო." 

  • ვენსის თქმით, ფაქტია რომ ბევრმა ამერიკელმა, რომელმაც 2024 წელს ხმა დონალდ ტრამპს მისცა, გუშინდელ არჩევნებზე დემოკრატებს დაუჭირა მხარი. 

დიდი სურათი: ვენსი ამბობს, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ ამომრჩევლების დასაბრუნებლად 4 რამ უნდა გააკეთოს: დაასრულოს ირანის ომი, შეამცირონ ინფლაცია, უპირველეს ყოვლისა დააყენონ ამერიკის ინტერესები და შეცვალონ ურთიერთობა ისრაელთან. 

  • "მინდა იმ გაბრაზებულ ხალხს მივმართო - დიახ, გაბრაზებულები უნდა იყოთ, მაგრამ ეს ბრაზი ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად უნდა მივმართოთ"- წერს ვენსი. 

სტრიქონებს შორის: სოციოლოგიური კვლევების მიხედვით ამერიკელთა მყარი უმრავლესობა ირანთან ომის წინააღმდეგია - აგვისტოში ჩატარებული კვლევის მიხედვით უკმაყოფილო ამერიკელთა მაჩვენებლი 63%-ს აღწევს. 

  • თუმცა გარდა ამისა იყო სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც: მათ შორის მაღალი ინფლაცია, შესაძლო კორუფციის შემთხვევები ადმინისტრაციაში. 

კონტექსტი: დემოკრატებმა ორივე პალატაზე მყარი კონტროლი მოიპოვეს = ბოლო მონაცემებით 54 მანდატი სენატში და 232 ქვედა პალატაში, სადაც უმრავლესობისთვის 218 ხმაა საჭირო. 

  • მოქმედი პრეზიდენტის პარტია ამერიკის შუალედურ არჩევნებში ტრადიციულად მარცხდება ხოლმე, განსაკუთრებით ქვედა პალატის შემთხვევაში, რომელშიც უმრავლესობა 1930-იანი წლებიდან მოყოლებული მხოლოდ სამმა პრეზიდენტმა შეძლო. 

  • თუმცა ბოლოს მსგავსი მასშტაბის მარცხი საპრეზიდენტო პარტიამ 1976 წელს, უოტერგეიტის სკანდალის ფონზე განიცადა. 


price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე