დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:21 | 24 ოქტომბერი, 2026 — საფრანგეთი

ახალი არეულობის მოლოდინში საფრანგეთის ქუჩებში 70 ათასი პოლიციელი განათავსეს

დემონსტრაციებისა და სამოქალაქო არეულობის ახალი ტალღის მოლოდინში საფრანგეთის ქუჩებში 70 ათასი პოლიციელი განათავსეს. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

  • შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორენ ნუნესის ცნობით, გასულ უქმეებთან შედარებით ქუჩებში პოლიციელების რაოდენობა 20%-ით არის გაზრდილი. 

  • მისი თქმით, საუბარია განსაკუთრებულ დანაყოფებზეც, რომლებიც ანტი-ტერორისტულ მისიებში მონაწილეობენ - ისინი დაიცავენ სახელმწიფო შენობებსა და სატრანსპორტო კვანძებს. 

ჩაშლილად: გასულ 24 საათში საგრძნობლად დაიძაბა, მას შემდეგ რაც პარიზის მახლობლად მდებარე ქალაქ ტრაპესში შეირაღებულმა პირმა მოკლა 1 და დაჭრა 5 ადამიანი - საფრანგეთის პრეზიდენტმა თავდასხმას რასობრივად მოტივირებული უწოდა. 

  • საპროტესტო დემონსტრაციები დროებით აკრძალეს ნიცასა და ლიონში. 

  • გამოსვლებისთვის ნებართვა გასცეს პარიზისა და მარსელის მუნიციპალიტეტებებმა, რადგანაც აქციებს პროფკავშირები აორგანიზებენ - მიიჩნევა, რომ ის ჯგუფები გაცილებით უფრო ეფექტურები არიან ძალადობრივი ჯგუფების შეკავებაში. 

  • პარიზსა და მარსელში საპროტესტო გამოსვლების ნებართვა ქალაქის საქმიანი ცენტრიდან მოშორებით გაიცა. 

დიდი სურათი: საფრანგეთის მთავრობაში ამბობენ, რომ გასულ კვირას განვითარებული არეულობების მთავარი მიზეზი სწორედ პოლიციელთა უკმარისობა იყო, რის შედეგადაც ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს და გაძარცვეს რამდენიმე ათასი მაღაზია = ჯამურად დაკავებულია 2400 ადამიანი. 

  • შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ძალადობრივი ქმედებების უკან ახალგაზრდული რადიკალ-მემარცხენე დაჯგუფებები დგანან და ისინი მსგავს ქმედებებს ამ უქმეებზეც გეგმავდნენ. 

  • ამაზე მეტი (90 ათასი) პოლიციელი საფრანგეთის ქუჩებში მხოლოდ 2018 წელს მიმდინარე "ყვითელი ჟილეტების" აქციების დროს განათავსეს. 

კონტექსტი: მიმდინარე გამოსვლები საფრანგეთში თავდაპირველად ლიცეუმების მოსწავლეების პროტესტით დაიწყო, რომლებიც განათლების სისტემის დაფინანსების გაზრდას და საგანმათლებლო სისტემის რეფორმას ითხოვდნენ. 

  • გასული კვირის საპროტესტო აქციების ორგანიზატორები არ ყოფილან პროფესიული ჯგუფები - აქციების უმეტესობა სოციალური მედიის გამოყენებით დაიგეგმა. 
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე