17:42 | 08 ოქტომბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი
"არ შეიძლება რუსეთთან ეკონომიკურ შეთანხმებებზე ფიქრობდე და თან ჩიხზე საუბრობდე"- ზელენსკიმ რუბიოს უპასუხა
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაუშვებელია რუსეთთან ეკონომიკურ შეთანხმებებს გეგმავდე და ამავდროულად დიპლომატიურ ჩიხზე საუბრობდე - ამგვარად უკრაინელი პრეზიდენტი მარკო რუბიოს განცხადებას გამოეხმაურა.
ვითარების არსი: ცოტა ხნით ადრე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ამ ეტაპისთვის შეუძლებელია, რადგანაც კონფლიქტი "სტრატეგიულ ჩიხში" შევიდა.
- რუბიოს თქმით, ომის დასრულება შეუძლებელია რადგანაც რუსეთი კვლავ ითხოვს დონბასის სრულ კონტროლს, ხოლო უკრაინა უარს ამბობს ამ მოთხოვნის შესრულებაზე.
ჩაშლილად: "არ შეიძლება ერთის მხრივ რუსებთან სამომავლო ეკონომიკურ შეთანხმებებზე ლაპარაკობდე და მეორე მხრივ ამბობდე, რომ დიპლომატიურ ჩიხში ვართ. ჩვენ არ ვართ ჩიხში. დაუხურეთ რუსეთს ეკონომიკა, ამოუკერეთ მათ პირი..."- განაცხადა ზელენსკიმ.
- უკრაინელი ლიდერის თქმით, ომის დასასრულებლად საჭიროა უპირატესობა ჰაერში, რომლის უზრუნველჰყოფაც ვაშინგტონს შეუძლია - "მოგვეცით შესაბამისი საშუალებები, დაგვეხმარეთ დავიცვათ ჩვენი ცა და მოვიპოვოთ უპირატესობა და პუტინი დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან."
- ზელენსკის თქმით, საუბარია არა იმდენად ჩიხზე, რამდენადაც იმაზე, რომ ამერიკას არ აქვს შესაბამისი სურვილი.
კონტექსტი: ვაშინგტონის მედიაციით რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირების მცდელობები სექტემბერის დასაწყისში განახლდა, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის ემისრები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჯერ მოსკოვს და შემდეგ კიევს ეწვივნენ.
- ამერიკელი პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტის დასრულების შემდეგ დასავლური პრესა წერდა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები შესაძლოა ოქტომბერში განახულებულიყო, თუმცა ამ დროისთვის კონკრეტული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
- პარალელურად რამდენიმე დასავლური გამოცემა წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირები აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს კრემლთან სამომავლო ეკონომიკურ შეთანხმებებზე.
- ძირითადად საუბარია თანამშრომლობაზე ენერგეტიკულ სექტორში.