ახალი ამბები

10:05 | 26 მაისი, 2026 — აშშ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიომ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი მიულოცა.

სრული ტექსტი: "ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს. 

ეს წელი ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების გაღრმავებისა და ჩვენი ორივე ქვეყნისთვის მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად.

ამერიკის შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც მიისწრაფვის მდგრდადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ".

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე