06:08 | 01 მარტი, 2025 — აშშ
ბოლტონი: ტრამპმა და ვენსმა დაადეკლალირეს, რომ ომში რუსეთის მხარეს არიან
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის სკანდალურ შეხვედრას გამოეხმაურა.
"ტრამპმა და ვენსმა პრაქტიკულად დაადეკლალირეს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს არიან. ეს არის კატასტროფული შეცდომაა ამერიკის შეერთებული შტატები ეროვნულ უსაფრთხოებისთვის. და მოდი მკაფიოდ ვთქვათ, პასუხისმგებლობა ამ შეცდომაზე პირადად ტრამპს და ვენსს ეკისრება, მათ შეხედულებას არ იზიარებს ამერიკელთა უმრავლესობა და არცერთი პოლიტიკური პარტია",- წერს ბოლტონი.
კონტექსტი
თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ, ვენსთან დაწყებული კამათის შემდეგ ხმამაღალ, დაძაბულ საუბარში გადაიზარდა და საბოლოოდ სკანდალურად ჩაიშალა.
მიზეზი ვიცე-პრეზიდენტ, ჯეიმს დევიდ ვენსის კომენტარი გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრა და გაანადგურა ქვეყნის დიდი ნაწილი, და დღეს ცხადია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში აშშ-ის ადმინისტრაციის მიდგომა არასწორი იყო და დიპლომატიის დრო მოვიდა.