ახალი ამბები

15:15 | 02 აპრილი, 2026 — ესტონეთი

ესტონეთში ახალი მთავრობა დაინიშნა

ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა ახალი მთავრობა დანიშნა. მას კრისტენ მიხალი უხელმძღვანელებს.

მთავრობა მუშაობას სამშაბათს, ესტონეთის პარლამენტში (რიიგიკოგუ) ფიცის დადების შემდეგ დაიწყებს.

მიხალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე კაია კალასს შეცვლის, მაგრამ სამპარტიული კოალიცია რეფორმების პარტია, სოციალ-დემოკრატები და ესტონეთი 200-ის ხელისუფლებაში რჩება.

ორშაბათს, ესტონეთის პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ კრისტენ მიხალს, რომელიც კლიმატის მინისტრის პოსტს იკავებდა.

საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები არ შეიცვლებიან: ამჟამინდელი ხელმძღვანელები მარგუს ცაკნა და ჰანო პევკური თავიანთ თანამდებობებს შეინარჩუნებენ.

გასულ კვირას, კაია კალასმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენლად დაინიშნა.

მეორე დღეს ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა კლიმატის ამჟამინდელ მინისტრს, კრისტენ მიხალს რეფორმების პარტიიდან.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე