დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

18:02 | 16 ოქტომბერი, 2026 — უკრაინა

ევროკავშირი ტრამპის საპასუხოდ აცხადებს, რომ რუსეთს სანქციებს არ შეუმსუბუქებს

ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს სხდომის წინ საჯაროდ დაადეს პირობა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არავითარ შემთხვევაში არ შემსუბუქდება, დონალდ ტრამპის ქმედებების მიუხედავად.

ვითარების არსი: ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია "დიზელის შეთანხმების" ამის საბაბად გამოყენება.

  • "რა თქმა უნდა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ენერგეტიკულ ზავს, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა. მაგრამ ვხედავთ, რომ რუსეთი მას არცერთი წუთით არ იცავდა. პირიქით, რუსეთი ესკალაციაზე წავიდა. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე."- ხაზი გაუსვა ფონ დერ ლაიენმა.

სტრიქონებს შორის: ანალოგიურად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ გამორიცხა რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის შემსუბუქების შესაძლებლობა.

  • "ჩვენი სიგნალი ძალიან მარტივია: ევროკავშირის მხარდაჭერა ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ახლა არ არის უკრაინისთვის რაიმე სახის მხარდაჭერის შეწყვეტის დრო, არც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების დროა. პირიქით, ახლა მხარდაჭერისა და ზეწოლის გაძლიერების დროა, რათა იძულებული გავახადოთ რუსეთი, წავიდეს ნამდვილ ზავზე. სრულიად მკაფიოდ ვიტყვი: ჩვენ არ გავაუქმებთ არცერთ სანქციას, სანამ რუსეთი ომს არ შეწყვეტს." - აღნიშნა კოშტამ.

დიდი სურათი: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განახადა, რომ ევროპა უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდა, რადგან ყველა რისკს აცნობიერებს.

  • მან გაიხსენა რუსული დრონების მიერ ევროკავშირის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევის ინციდენტები, ასევე ლაიფციგში დრონთან დაკავშირებული ინციდენტი.
  • "დღეს აუცილებელი არ არის სახმელეთო ომის წარმოება. საჰაერო სივრცის დარღვევა - ეს უკვე შეჭრაა. რუსეთი ტესტავს, უკვე 5-6 ქვეყანა გახდა დრონების თავდასხმის ობიექტი. ამიტომ ევროპას ესმის: სანამ უკრაინა დგას, რუსეთთან ესკალაცია ნაკლები იქნება. ამას დღეს ყველა აღიარებს, ასი პროცენტით," - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
  • გარდა ამისა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან ომში საუბარია არა დონბასიდან გამოსვლაზე, არამედ სახელმწიფოს არსებობაზე: "ჩვენ ვდგავართ და ვიბრძვით. და რა არის ალტერნატივა? ჩვენ განგვანადგურებენ. ამას ყველაფერს ვერ გრძნობს, რადგან უკრაინა დგას."
  • "და თუ ის (პუტინი) გაიმარჯვებს, რამდენი უკრაინელი ჩამოვა ევროპაში? 20 მილიონი?" - იკითხა მან და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის დაცემის შემთხვევაში ევროპას გაცილებით მეტი საფრთხე დაემუქრება, ვიდრე ჰაერში რამდენიმე დრონია.

კონტექსტი: მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს სურს სანქციების შემსუბუქება "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ. მანმდე კი ტრამპმა და პუტინმა რუსული დიზელის იმპორტზე მიაღწიეს შეთანხმებას.

  • დონალდ ტრამპის ქმედებებს თავად აშშ-შიც აკრიტიკებენ. კერძოდ, 12-მა სენატორმა ტრამპს წერილი მისწერა, რომ მისი შეთანხმება პუტინთან "უკრაინელი ხალხის ღალატია."
  • Financial Times სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდონ, შეარბილოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საჯარო კრიტიკა, რადგან შიშობენ, რომ კიევსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდება.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე