11:25 | 31 აგვისტო, 2026 — აშშ
ფედოროვი აშშ-ს "დრონების არმიის" შექმნას სთავაზობს Patriot-ის რაკეტების სანაცვლოდ - FT
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ მზადაა დაეხმაროს აშშ-ს "დრონების არმიის" შექმნაში Patriot-ის რაკეტების მოწოდების სანაცვლოდ.
ვითარების არსი: ფედოროვმა Financial Times-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ძალიან მოხარული იქნება დაეხმაროს ამერიკას დრონების არმიის შექმნაში - Patriot-ის რაკეტების სანაცვლოდ.
- "მე მზად ვარ წავიდე ასეთ გაცვლაზე," - განაცხადა მან.
- ფედოროვმა უარი თქვა კომენტარზე, შეხვდება თუ არა ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელს.
სტრიქონებს შორის: როგორც FT წყაროებზე დაყრდნობით წერს, Space X-ის მფლობელმა ილონ მასკმა მანამდე ფედოროვს განუცხადა, რომ მზადაა ნება დართოს უკრაინას გამოიყენოს Starlink-ის თანამგზავრული კავშირის სისტემის მქონე დრონები რუსეთში არსებულ სამიზნეებზე დარტყმებისთვის.
- თუმცა, ამ პირების თქმით, მასკმა აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც თეთრმა სახლმა უნდა მიიღოს. თვითონ ფედოროვმა უარი თქვა მასკთან თავისი საუბრების კომენტირებაზე.
- იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე თანხმობის კომენტირებისას, ფედოროვმა განაცხადა, რომ შეეცდება მსგავსი საკონსულტაციო პოსტები დაიკავოს სხვა პარტნიორ ქვეყნებშიც, რომელთა შორის, შესაძლოა, იყოს საფრანგეთი და აშშ.
- ექს-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიზნად ისახავს ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას თავდაცვის ტექნოლოგიების ფონდში, რომელიც, მისი იმედით, დაწერს რუსეთის წინააღმდეგ ომის "ახალ ისტორიას" ისეთი კომპანიების შექმნითა და მართვით, რომლებიც ახალ იარაღს შექმნიან.
დიდი სურათი: ამასთანავე ფედოროვი ეძებს მხარდაჭერას ფონდისთვის ვენჩურულ კაპიტალისტებს, კერძო ინვესტორებსა და ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს პოტენციურ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან უკრაინული ინოვაციებით.
- ფედოროვს არ გაუმჟღავნებია დეტალები ფონდის მართვაში თავისი როლის შესახებ და არც ის დაუზუსტებია, მიიღებს თუ არა ამისგან პირად ფინანსურ სარგებელს.
- მისი თქმით, სავარაუდოდ, რუსეთი გააჭიანურებს კონფლიქტს, და თუ ის კიდევ ორ-სამ წელს გაგრძელდება, ფონდი შეიმუშავებს ყველაზე თანამედროვე "გადაწყვეტილებებს ბრძოლის ველისთვის," ასევე ინვესტორებს მისცემს წვდომას იმ ცოდნასა და გამოცდილებაზე, რომელიც უკრაინამ ომის განმავლობაში დააგროვა.
კონტექსტი: უკრაინის ხელისუფლება უკვე თვეებია საუბრობს, რომ Patriot-ის საჰერო თავდაცვის სისტემის რაკეტების დეფიციტზე.
- CNN-ის ცნობით, უკრაინას თითქმის ამოეწურა ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ის რაკეტების მარაგი.
- Associated Press-ის ცნობით, ირანთან ომის დაწყების შემდეგ აშშ-მა Patriot-ის რაკეტების 65% გაისროლა - ქვეყნის განკარგულებაში არსებული 2330 რაკეტიდან დაახლოებით 1500.
- Patriot PAC-3 და PAC-2 რაკეტების დეფიციტი უკრაინისთვის უმწვავესი რაკეტაა, რადგან ეს ლამის ერთადერთი საშუალებაა, რომლითაც უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება შეუძლია.