გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც ტანკებს, რადარებს, დრონებს და სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობას მოიცავს.
ამის შესახებ გერმანიის მთავრობამ განაცხადა.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
- 10 ტანკი Leopard 1A5;
- 14 სადაზვერვო მანქანა Bandvagn 206;
- 5 სამედიცინო ყველგანმავალი მანქანა (Carrier Warthog);
- 155 მმ კალიბრის 1020 ჭურვი;
- 1 გამნაღმველი მანქანა Wisent 1;
- 10 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი Vector;
- 10 ათასი დამცავი სათვალე;
- 14 რადარი GO12;
- 3 საპატრულო მანქანა;
- 4 ტრაქტორი და 4 ნახევრადმისაბმელიანი მანქანა 8x8 HX81;
- 16 სატვირთო ავტომობილი Zetros;
- 13 სატვირთო ავტომობილი MAN TGS სატვირთო;
- 1.4 მილიონი ტყვია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია წლის ბოლომდე უკრაინას კიდევ ორ საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს გადასცემს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ირიბად დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას 2024 წელს 8 მილიარდ ევრომდე გააორმაგებს.