მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:10 | 06 სექტემბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი

გულწრფელი საუბარი გარღვევის გარეშე - როგორ დასრულდა ტრამპის ემისრების ვიზიტი პუტინთან

მოსკოვში დასრულდა დონალდ ტრამპის წარმომადგენლების შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან - კუშნერი და უიტკოფი უკვე პოლონეთში იმყოფებიან და კიევისკენ მიემართებიან. 

ვითარების არსი: მოლაპარაკებები კრემლში 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა - მისი დასრულების შესახებ არცერთ მხარეს არ გამოუცხადებია კონკრეტული შეთანხმებების შესახებ. 

  • საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს, რომ დიდი გარღვევის ნიშნები კრემლში გამართული შეხვედრის შემდეგ არ არსებობს. 

ჩაშლილად: ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა შეხვედრას "გულწრფელი და სასარგებლო უწოდა. აუდიენციის დაწყებამდე პუტინმა თქვა, რომ განსახილველი ვითარება "არ არის მარტივი." 

  • უკვე შეხვედრაზე უშაკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა საოკუპაციო არმიის წარმატებებზე ისაუბრა, კიდევ ერთხელ გამოთქვა აზრი, რომ მოსკოვი სამხედრო გზით მიაღწევს დასახულ მიზნებს და ომის დასასრულებლად საჭიროა კონფლიქტს "პირველადი მიზეზების" მოგვარება. 

დიდი სურათი: დასავლური მედიის ცნობით, ვლადიმირ პუტინი კვლავ დარწმუნებულია, რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობს და არც განიხილავს სერიოზულ მოლაპარაკებებში შესვლას დონბასის დარჩენილი ნაწილის დაკავებამდე. 

  • გამოცემა Axios-ის ცნობით, კრემლში გამართულ შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა სანქციების საკითხიც = ამერიკულ დელეგაციაში შედიოდა ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის მოადგილე, ჯინ ლანგე. 

კონტექსტი: მოლაპარაკებების მიმდინარეობისას რუსეთი და უკრაინა დედაქალაქებზე საჰაერო დარტყმების შეჩერებას დათანხმდნენ.

  • კუშნერს და უიტკოფს კიევში დღეს ელოდებიან - ეს უკრაინაში ტრამპის წარმომადგენლების პირველი ვიზიტია.  
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე