იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამშაბათს რუსული ვერტმფრენი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შევიდა.
ამის შესახებ Kyodo News წერს.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენი აღმოსავლეთ ჰოკაიდოში, ნემუროს ნახევარკუნძულის მახლობლად, ადგილობრივი დროით 12:44 საათზე დააფიქსირეს.
საპასუხოდ იაპონიის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავები აფრინდნენ.
იაპონიამ რუსეთს ამ ინციდენტთან დაკავშირებით მწვავე პროტესტი გამოუცხადა.
Kyodo News იუწყება, რომ მსგავსი ინცინდენტი 2022 წლის მარტში მოხდა.