ახალი ამბები

17:19 | 23 მაისი, 2026 — ისრაელი

ისრაელის უშიშროების მინისტრს სანქცია საფრანგეთმაც დაუწესა

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირი საფრანგეში ამჯერად შესვლა აეკრძალა, როგორც ამას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იუწყება. 

დასანქცირების მიზეზი: საერთაშორისო კრიტიკის სამიზნე იტამარ ბენ-გვირი არაერთხელ გამხდარა, თუმცა ბოლო პერიოდში მის ქმედებები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. 

  • ცოტა ხნის წინ, ბენ-გვირმა  ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პალესტინის მხარდამჭერი აქტივისტები აშდოდის პორტში იყვნენ მოთავსებული,  სადაც მას შემდეგ აღმოჩნდენ, რაც ისრაელის საზღვაო ფლოტმა ღაზის სექტორისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილია დააკავა. 
  • კადრებში ჩანს, რომ დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობა ვლინდება, ხოლო თავად  უსაფრთხოების მინისტრი მათ მიმართ პროვოკაციულ განცხადაბებს ავრცელებს: "ჩვენ ვართ აქაურობის ბატონები და ასე ვესალმებით ტერიროისტების მხარდამჭერებს". 
  • არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ფლოტილიის შემადგენლობაში მყოფი საფრანგეთის მოქალაქეებიც გახდნენ, რის გამოც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ, იტამარ ბენ-გვირის დასანქცირების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
  • საფრანგეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება მოახდინა. იქამდე, ცნობილი გახდა, რომ ბენ-გვირს 5 წლით პოლონეთში შესვლა აეკრძალა
  • მისი ბოლო ქცევა საჯაროდ დაგმეს როგორც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ისე საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმაც, რაც ისრაელის მმართველი გუნდის შიგნით საკმაოდ იშვიათ მოვლენად მიიჩნევა.

რა ვიცით უსაფრთხოების მინისტრზე: იტამარ ბენ-გვირი ისრაელის ულტრამემარჯვენე ეროვნული უსაფრთხოების მინისტრია, რომელიც ცნობილია მკაცრი ანტიპალესტინური რიტორიკითა და აგრესიული უსაფრთხოების პოლიტიკის მხარდაჭერით.

პოლიტიკაში მოსვლამდე იგი ადვოკატი იყო და რადიკალ ისრაელელ აქტივისტებს იცავდა, ხოლო ახალგაზრდობაში კავშირი ჰქონდა ორგანიზაცია „კახთან“, რომელიც აშშ-ს მიერ ტერორისტულ ჯგუფად არის გამოცხადებული.

სავარაუდო გაგრძელება: საფრანგეთისა და პოლონეთის გარდა ისრაელის უსაფრთხოების მინისტრის საქციელით სხვა ლიდერებიც აღშფოთებულები არიან. მათ შორისაა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, რომელმაც განაცხადა განაცხადა, რომ ბენ-გვირის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირის დონეზე უნდა დაწესდეს.  

აქტივისტების ფლოტილია, რომელსაც ღაზის სექტორში ჰუმანიტიარული ტვირთის ჩატანა სურდა, 14 მაისს თურქეთის ქალაქ მარმარისიდან გაეშურა ღაზის სექტორისკენ,  სადაც 18 მაისს ისრაელის საზღვაო ძალებმა დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ირლანდიის პრეზიდენტის დაც არის. ჯამში - 428 ადამიანი დააკავეს, მათ, სავარაუდოდ, დეპორტაციის შემდეგ საკუთარ ქვეყნებში დააბრუნებენ. 

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე