დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

20:31 | 03 ოქტომბერი, 2026 — რუსეთი

კადიროვი არმიის გენერალი გახდა - ეს რუსეთში უმაღლესი სამხედრო წოდებაა

კრემლის მედია TASS-ის ცნობით, როსგვარდიის ხელმძღვანელმა ვიქტორ ზოლოტოვმა ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვს არმიის გენერლის სამხრეები გადასცა.

რა თქვა: ზოლოტოვმა განაცხადა, რომ არმიის გენერლის წოდება კადიროვს ვლადიმერ პუტინმა მიანიჭა და მას დაევალა ამ ბრძანებულების კადიროვამდე მიტანა და სამხრეების გადაცემა.

  • "მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. სამი დღის წინ აღვნიშნეთ სპეციალური დანიშნულების უწყებრივი ძალების შექმნის მორიგი წლისთავი, რომელშიც წითელი ბერეტის გადაცემის ტრადიცია შემოვიღეთ. მადლიერების ნიშნად... გადაწყდა არმიის გენერალ კადიროვისთვის ამ უმნიშვნელოვანესი სიმბოლოს გადაცემა. - დაამატა ზოლოტოვმა.

კონტექსტი: წინა პერიოდში კადიროვს გენერალ-პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა, რომელიც 2022 წელს მიიღო.

  • გამოცემა "ვავჟნიე ისტორიის“ ცნობით, არმიის გენერლის წოდება ფაქტობრივად უმაღლესია რუსეთის არმიაში - უფრო მაღალი მხოლოდ მარშლის წოდებაა, რომელიც 1997 წლის შემდეგ არავისთვის მიუნიჭებიათ.
  • წითელი ბერეტი როსგვარდიის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებსა და ზოგიერთ სხვა ძალოვან უწყებაში განსაკუთრებული წარჩინების უმაღლეს ფორმად ითვლება. მის მისაღებად აუცილებელია იმგვარი გამოცდების სერიის გავლა, რომლებიც ზოგჯერ მონაწილეთა დაღუპვით სრულდება.
  • რამზან კადიროვის ამ გამოცდებში მონაწილეობის შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა ის წითელ ბერეტს წარსულშიც ატარებდა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე