მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:38 | 01 სექტემბერი, 2026 — რუსეთი

ლავროვი: ნატოს ქმედებები არქტიკაში რუსეთისთვის "პირდაპირ საფრთხეს" წარმოადგენს

რუსეთი არქტიკაში ნატოს გააქტიურებას უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორშაბათს გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა.

ვითარების არსი: თებერვალში ნატომ შორეულ ჩრდილოეთში პოზიციების გასამყარებლად მისია "Arctic Sentry" წამოიწყო.

  • ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს ალიანსის მზარდ ყურადღებას არქტიკის მიმართ, რუსეთთან დაძაბულობისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის შეძენის ინიციატივის ფონზე.

რა თქვა: მოსკოვმა მისია "Arctic Sentry" მანამდეც გააპროტესტა, ახალ სტატიაში კი ლავროვმა რეგიონში ნატოს სამხედრო წვრთნებს "აგრესიული" უწოდა.

  • "შორეულ ჩრდილოეთში მსგავსი სამხედრო აქტივობა რუსეთის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს ქმნის. იზრდება ინციდენტების რისკი, რამაც შესაძლოა შეიარაღებული დაპირისპირება და პოტენციურად კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს", - განაცხადა მან.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთი, რომელსაც არქტიკაში ბირთვული წყალქვეშა ნავებით აღჭურვილი ფლოტი ჰყავს, რეგიონს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და პარალელურად აზიის ქვეყნებთან დასაკავშირებლად ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტს ავითარებს.

  • რუსეთს არქტიკაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო ინფრასტრუქტურა გააჩნია; ბოლო წლებში წიაღისეულით მდიდარ ამ რეგიონში გააქტიურდა ჩინეთიც, ძირითადად, მოსკოვთან პარტნიორობით.
  • რუსეთის მეზობელმა ნორვეგიამ, აგვისტოში, არქტიკაში განთავსებული ახლად შექმნილი სამხედრო ბრიგადის შტატი გააფართოვა, რაც ალიანსის მხრიდან თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მორიგი ნაბიჯია.
  • თავად მოსკოვი მანამდე უარყოფდა ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ის ნატოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე