დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:03 | 15 ნოემბერი, 2026 — უნგრეთი

ორბანის მთავრობის მინისტრის სახლიდან 20 მილიონი დოლარი ამოიღეს

უნგრეთის სამართალდამცავებმა ქვეყნის ყოფილი ეროვნული განვითარების მინისტრის, მიკლოშ შეშტაკის სახლში, ჩხრეკისას 20 მილიონ დოლარი იპოვეს.


ვითარების არსი: შეშტაკი 2026 წლის სექტემბრის ბოლოს დააკავეს, რის შემდეგაც წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.


  • 2014-დან 2018 წლამდე ის ვიქტორ ორბანის მთავრობაში ეროვნული განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
  • გამოძიების ვერსიით, ამ პერიოდში შეშტაკი ქრთამს იღებდა სახელმწიფო ავტობუსების გადამზიდავ კომპანია Volánbusz-თან დაკავშირებული კომპანიებისგან.

ჩაშლილად:
12 და 13 ნოემბერს საგამოძიებო ორგანოებმა ბუდაპეშტში, პეშტში, ბეკეშსა და ნოგრადში რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს, რომლის დროსაც ამოიღეს დიდი ოდენობით ნაღდი ფული, რომელიც, სავარაუდოდ, ყოფილ მინისტრს ეკუთვნის.
  • ორ დღეში მათ ხუთ მილიარდზე მეტი ფორინტი (15 მილიონი დოლარი), 2.6 მილიონი ევრო და 1.2 მილიონი დოლარი იპოვეს.
  • ფული დამალული იყო ტყეში, სასოფლო-სამეურნეო ნაგებობებში, საწყობებსა და საცხოვრებელ სახლში.
  • ფინანსთა მინისტრმა ანდრაშ კარმანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ხაზინის თანამშრომლებს ამოღებული ნაღდი ფულის დასათვლელად რვა საათი და ხუთი სამთვლელი აპარატი დასჭირდათ.
  • სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ ჩხრეკას გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერმინისტრი პეტერ მადიარი.
  • "ეს არის "ფიდეს" მაფიის ოფიციალური დასასრული". - წერს X-ზე მადიარი.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე