უნგრეთის "აქტივების დაბრუნებისა და დაცვის სამსახურმა" საჯარო თანხების შესაძლო გაფლანგვისა და მითვისების შემთხვევებზე საგამოძიებო მუშაობა დაიწყო.
ახლად შექმნილი სამსახურის აქტივობამ კი ორბანი გააბრაზა
რამ განარისხა ყოფილი პრემიერი?
- ყოფილმა პრემიერმა პიტერ მადიარის მთავრობა “საბჭოთა საიდუმლო პოლიციის” შექმნაში დაადანაშაულა.
- მისი თქმით, ყველა, ვინც ამ უწყების მიერ დაწყებულ გამოძიებებსი მონაწილეობას მიიღებს, სამოამვლოდ აუცილებნლად აგებენ პასუხს, როგორც სამართლებრივად, ასევე ფინანსურად.
- ვიქტორ ორბანი უფრო შორსაც წავიდა და თქვა, რომ უნგრეთის მოქმედი ხელისუფლება ქვეყანაში ტირანიას ამყარებს, რასაც "არავინ უნდა შეეგუოს".
- პიტერ მადიარის მთავრობის მიერ შექმნილი ახალი ანტი-კორუფციული სამსახურის საქმიანობამ ორბანის ყოფილი თანამებრძოლებიც გააღიზიანა. "ფიდეშის" მთავრობის იუსტიციის მინისტრმა, თითქმის ანალოგიური გზავნილი გაიმეორა და თქვა, რომ "ადრე თუ გვიან, კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს", მათ შორის ამ სამსახურის საშუალო რანგის თანამშრომლებიც იგულისხმება.
რას პასუხობენ ორბანს?
- წინამორბედის აგრესიულ განცხადებებს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, პიტერ მადიარი გამოეხმაურა, რომელმაც ვიქტორ ორბანს უნგრეთის კანონმდებლობა შეახსენა - რის საფუძველზეც, საჯარო მოხელეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობა უნგრეთში პატიმრობით ისჯება.
- მადიარმა ასევე განაცხადა, რომ სამსახური გააგრძელებს საკუთარ საქმიანობას, ყოფილი მთავრობის ზეწოლის მცდელობის მიუხედავად.
- ანალოგიური გზავნილი ჰქონდა "აქტივების დაბრუნებისა და დაცვის სამსახურის" ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს - ანა უნგერს: მან აღნიშნა, რომ ყველა თანამშრომელი დაცული იქნება, ხოლო საგამოძიებო საქმიანობები ბოლომდე მივა.
- ვიქტორ ორბანის პარტიის დამარცხებამდე, პიტერ მადიარის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება, სწორად კორუფციული ფაქტების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა იყო. სწორად ამ დაპირების ფარგლებში, მან რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, მათ შორისაა აღნიშნული უწყების ჩამოყალიბება, რომელსაც ზედამხედველობას უნგრეთის პარლამენტი უწევს.