ახალი ამბები

16:09 | 16 ივნისი, 2026 — რუსეთი

პოლონეთში რუსი მხატვარი მოკლეს, ის პუტინისა და კადიროვის კარიკატურებს ხატავდა

კრემლისა და რამზან კადიროვის კრიტიკით ცნობილი რუსი მხატვარი, სემიონ სკრეპეცკი, პოლონეთის ქალაქ ბიალა-პოდლიასკაში მოკლეს.

სატელევიზიო არხ wPolsce24-ის ინფორმაციით, სკრეპეცკი საცხოვრებელი კომპლექსის ავტოსადგომზე ჩაცხრილეს.

მკვლელობის დეტალები: ტელეკომპანია იტყობინება, რომ მკვლელი მხატვართან მივიდა და ახლო მანძილიდან რამდენჯერმე ესროლა. მედიკოსებმა სკრეპეცკის გადარჩენა ვერ შეძლეს.

  • თავდამსხმელმა ახლო მანძილიდან ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი უკვე მიწაზე დავარდნილ მხატვარს კიდევ რამდენჯერმე ესროლა.
  • პოლონეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ მხატვრის სხეულზე შვიდი ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა, მათ შორის თავის, გულმკერდისა და ზურგის არეში. დანაშაულის ადგილზე იპოვეს ხუთი მასრა და 9 მმ-იანი LUGER GEC პისტოლეტის ერთი ტყვია.
  • მკვლელობის შემდეგ პოლიციამ ქალაქის ქუჩები გადაკეტა და დაცვის ქვეშ აიყვანა სკოლები და საბავშვო ბაღები, სადაც, შესაძლოა, მოკლულის შვილები ყოფილიყვნენ.

შესაძლო მოტივი და ეჭვმიტანილები: პოლონური რადიო Zet-ის ინფორმაციით, ამ ვერსიის თანახმად, ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსის "სიკვდილით დასჯა" მოხდა.

  • "ეს ჰგავდა სიკვდილით დასჯას. რამდენიმე გასროლა ახლო მანძილიდან და ერთიც - საკონტროლო". - განუცხადა პოლონური მედიას ოფიცერმა, რომელიც საქმის გარემოებებს იცნობს.
  • როგორც მედია წერს, საქმეს ორი ეჭვმიტანილი ჰყავს. ერთი მათგანი ბელარუსის მოქალაქეა, რომელიც საკუთარი ქვეყნის საკონსულოსთან დააკავეს.
  • "ის ფაქტი, რომ მსროლელი პირდაპირ ლუკაშენკოს რეჟიმის დიპლომატიური მისიისკენ გაემართა, დანაშაულის მოტივებზე საუბრობს". - განაცხადა ერთ-ერთმა სამართალდავმა მედიებთან.

კონტექსტი: სემიონ სკრეპეცკი რუსი მხატვარია, მისი ნამდვილი სახელია რობერტ კუზოვკოვი. იგი ალტაიში დაიბადა და ცნობილი გახდა კარიკატურებით, რომლებსაც, მათ შორის, ვლადიმერ პუტინზე, ალექსეი ნავალნიზე, რამზან კადიროვსა და ალექსანდრ ლუკაშენკოზე ხატავდა.

  • 2021 წელს იგი რუსეთიდან პოლონეთში გადავიდა საცხოვრებლად. ევროპაში ის სხვადასხვა კრემლის საწინააღმდეგო აქციებში იღებდა მონაწილეობას.
  • უკანასკნელად მხატვარი აქციაზე 12 ივნისს, ბერლინში ნახეს. მას ხელში საკუთარი კარიკატურა ეჭირა, რომელზეც სტალინი და პუტინი იყვნენ დახატული.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე