13:38 | 12 სექტემბერი, 2026 — ვლადიმირ პუტინი
პუტინი: უკრაინაში ევროპული ჯარების შეყვანა ომის ტოლფასი იქნება
ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული ჯარების განლაგება რუსეთთან ომის ტოლფასი იქნება.
ვითარების არსი: ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ინდოეთში BRICS-ის სამიტზე, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა.
- პუტინის თქმით, რუსეთს არ აქვს და არც არასდროს ჰქონია ევროპული ქვეყნებზე თავდასხმის გეგმა, რადგანაც ყველა სადავო საკითხი მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის შედეგად გადაწყდა.
- "რისკენ უბიძგებენ ისინი თავიანთ ხალხს? რუსეთთან ომისკენ? დღეს ისინი ლაპარაკობენ იმაზე, რომ უკრაინაში ჯარები შეიყვანონ, ეს რუსეთთან ომის დაწყების ტოლფასი იქნება"- თქვა პუტინმა.
- პუტინი გამოეხმაურა გერმანიის რეგიონალურ არჩევნებში ულტრა-მემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის გამარჯვებას და ესეც ახსნა მოსახლეობის სურვილით, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთთან კონფრონტაციას.
დიდი სურათი: უკრაინაში ჯარების განთავსების შესახებ საჯარო საუბარი უკრაინასა და მოკავშირეებს შორის ბოლოს მიმდინარე წლის დასაწყისში შედგა.
- მაშინ უკრაინამ საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ ხელი მოაწერეს განზარხვის მემორანდუმს, რომელშიც საუბარი იყო სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინაში ერთობლივი სამხედრო კონტინგენტის განლაგებაზე.