21:06 | 22 ოქტომბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი
"როსნეფტი" მთავრობას აფრთხილებს, რომ ომის გაგრძელება გრძელვადიან ზიანს მიაყენებს
რუსეთის უმსხვილესი სანავთობო კომპანიის მმართველები ღელავენ, რომ ომის რამდენიმე თვით გაგრძელებაც სერიოზულ და გრძელვადიან ზიანს მიაყენებს კომპანიის ინტერესებს.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg "როსნეფტის" შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს - რომელშიც საუბარია მკვეთრად გაუარასებულ ვინანსურ მაჩვენებლებზე.
- კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევების მთავარი მიზეზი მათ კუთვნილ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოების წინააღმდეგ უკრაინული დრონების დარტყმებია.
ჩაშლილად: "როსნეფტი" ჯამურად 12 ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს ფლობს, რაც რუსეთის მთლიანი ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის მესამედს აღემატება.
- Bloomberg-ის მონაცემებით, გასულ სექტემბერს უკრაინის მიერ დაზიანებული 15 ნავთობგადამამუშავებელი საწარმოდან 5 სწორედ "როსნეფტს" ეკუთვნოდა.
- წყაროების ცნობით, დაზიანებული საწარმოების უმეტესობა თვეების განმავლობაში ვერ ახერხებს მუშაობის აღდგენას, ან ამას მხოლოდ ნაწილობრივად აკეთებენ.
- საწარმოების რემონტს მნიშვნელოვნად აფერხებს სასანქციო რეჟიმი - მნიშვნელოვანი დანადგარების უმეტესობა დასავლური წარმოებისაა, რუსეთი იძულებულია დაეყრდნოს ან თავის ანალოგებს ან ჩინურ იმპორტს - რაც მკვეთრად აძვირებს და აჭიანურებს პროცესს.
- კომპანიის მოგება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 20%-ით არის შემცირებული, მათ შორის მკვეთრად დაეცა კატარული საინვესტიციო ჰოლდინგის მიერ მიღებული დივიდენდების მოცულობა, რომელეცის "როსნეფტის" 18%-ს ფლობს.
დიდი სურათი: სწორედ "როსნეფტისა" და ჯამურად რუსეთის სანავთობო სექტორის წინაშე არსებული სირთულეების გამო გახდა კრემლის მთავარი პრიორიტეტი უკრაინული დარტყმების შეჩერება ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე.
- Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ამის მიღწევას კრემლი დონალდ ტრამპის მეშვეობით ცდილობს.