გასული წლის 25 დეკემბერს აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ ვლადიმირ პუტინსა და ილჰამ ალიევს შორის წარმოქმნილი დაძაბულობა პრაქტიკულად განიმუხტა.
პირველადი გამოძიების შედეგებით Azal-ის თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი რუსული საზენიტო რაკეტა გახდა - ყაზახურ აქთაუში ჩამოვარდნილ Embraer-ის ბორტზე სულ 69 ადამიანი იმყოფებოდა, გარდაიცვალა 38.
ამის შესახებ რუსული გამოცემა კომერსანტის კორესპონდენტი, ანდრეი კოლესნიკოვი წერს.
State Of Play: წყაროს ცნობით, ალიევისა და პუტინის სატელეფონო საუბარი 15 მარტს კრემლის ინიციატივით გაიმართა და მასში ალექსანდრ ლუკაშენკო და ტაჯიკეთის პრეზიდენტი, ემომალი რახმონიც მონაწილეობდნენ.
- "სატელეფონო საუბრის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ყინულმა ლღობა დაიწყო, ე.ი. ნელ-ნელა ლღვება თავად ალიევის პოზიციები"- წერს კოლესნიკოვი.
- კრემლის ოფიციალური საიტზე გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ალიევთან გამართული სატელეფონო საუბარია დახასიათებულია როგორც "თბილი და მეგობრული" და აღნიშნულია, რომ პრეზიდენტები 9 მაისს მოსკოვში შეხვედრის შესახებ შეთანხმდნენ.
Big Picture: აზერბაიჯანული მხარე კრემლისგან დამნაშავეების დასჯას, ოფიციალურ ბოდიშს და მსხვერლთა ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციების გადახდას მოითხოვდა. ამავე პერიოდში ბაქომ შეაჩერა აზერბაიჯანში რუსული სახლის" საქმიანობა.
- კრემლს ამ დრომდე არ მოუხდია ოფიციალური ბოდიში, ხოლო კატასტროფის პირველ მიზეზად ფრინველების გუნდთან შეჯახება დაასახელა.
- მიუხედავად ამისა, კატასტროფის შემდეგ გამართულ პირველ სატელეფონო საუბარში პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგას მოუხადა ბოდიში, თუმცა ისე, რომ მომხდარზე არაფერი უთქვამს.
- ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში აზერბაიჯანის ყოფილ და მოქმედი პრეზიდენტის მამას, ჰეიდარ ალიევს "ბაიკალ-ამურის" სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ახალ ძეგლს დაუდგამენ. ჰეიდარ ალიევის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ბამ-ის მაგისტრალზე საქმიანობის შესახებ არაფერია ნათქვამი.
- გარდა ამისა, რუსულმა სადაზღვევო კომპანიებმა უკვე დაიწყეს მსხვერპლთა ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციების გადახდა.
- ეკიპაჟის გადარჩენილი წევრები ჩეჩნეთის რესპუბლიკის სხვადასხვა ორდენებით დააჯილდოვა რამზან კადიროვმა და გროზნოში ტრატიკული შემთხვევის მემორიალური დაფის გახსნა დაანონსა.
Context: ალიევისა და პუტინის სატელეფონო საუბრის მომდევნო დღეში ბაქოში საგანგებო ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი, ვალენტინა მატვიენკო.
- იმავე საღამოს რუსული პროპაგანდის მთავარ შემაჯამებელ გადაცემაში დმიტრი კისილიოვმა მატვიენკოს ვიზიტის ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა და ხაზი გაუსვა, რომ ფედერაციის საბჭოს სპიკერს ბაქოს აეროპორტში პარლამენტის მაღალი რანგის წევრები დახვდნენ.
- მატვიენკო ბაქოში აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტ, მეჰრიბან ალიევასაც შეხვდა.