23:18 | 07 სექტემბერი, 2026
საქართველოს ყოფილმა გენ. პროკურორმა რუსეთის მხარეს მებრძოლი დანაყოფი შექმნა
საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთის მხარეს მებრძოლი სამხედრო დანაყოფი დააფუძნა და ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ჩართვა დაანონსა.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო (ТАСС) ავრცელებს - რომანოვ-ფარცხალაძის თქმით, დანაყოფის მეთაური თავად იქნება.
- დანაყოფის სახელია გეორგიევსკი - "ზუსტადაც, რომ რუსმა ეგოროვმა და ქართველმა ქანთარიამ აღმართეს გამარჯვების ალამი რეიხსტაგზე... დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც მტერზე გამარჯვების სიმბოლოს რუსები და ქართველები აწევენ."
- ТАСС-ის მიერ გავრცელებულ ციტატაში ნახსენებია "ტრადიციულ ფასეულეობებს" რუსეთისა და საქართველოს "ხალხების გაერთიანებას" და გეორგიევსკის ტრაქტატს, რომელმაც რომანოვ-ფარცხალაძის თქმით, "უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში."
ჩაშლილად: საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის თქმით, დანაყოფის ჩამოყალიბების და ომში წასვლის გადაწყვეტილება თავისი ნებით მიიღო, ხოლო მისი რაზმის მიზანი იქნება "იმ ბოროტებასთან ბრძოლის ბოლომდე მიყვანა, რომელიც არამხოლოდ რუსეთს, არამედ მთელ მსოფლიოს ემუქრება."
- რომანოვ-ფარცხალაძე ამბობს, რომ მისი დანაყოფი აქტიურად ეხმარება რუსეთის საოკუპაციო ჯარებს დონეცკის ოლქში, ასევე კურსკისა და ბელგოროდის მშვიდობიან მოსახლეობას.
- "დღეს, როდესაც რუსეთი ებრძვის დასავლურ წნეხს, იბრძვის თავისი იდენტობის, ტრადიციის, კულტურისა და ენის შესანარჩუნებლად, მზად ვარ სამშობლოს ლიდერის მიერ დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო."
კონტექსტი: იმ დროს ჯერ კიდევ ოთარ ფარცხლაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში იკავებდა და თანამდებობიდან წარსულში, გერმანიაში ჩადენილი დანაშაულის (წვრილმანი ქურდობა) შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე გადადგა.
- 2023 წლიდან მოყოლებული სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და მოხსენიებულია როგორც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მართული პირი.
- 2025 წლიდან მის წინააღმდეგ საქართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის თბილისში მომხდარი მკვლელობის გამო. დაუსწრებლად მისჯილი აქვს წინასწარი პატიმრობა და გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნაში.