დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

15:45 | 15 ოქტომბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი

"საკმარისია"- ზელენსკის თქმით რუსეთის ნავთობის საწარმოებზე დარტყმები განაახლეს

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყნის ენერგოობიექტებზე რუსეთის მასირებული დარტყმების შემდეგ უკრაინა აღარ დაიცავს დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ენეგერტიკულ ზავს. 

ვითარების არსი: ამის შესახებ უკრაინელმა ლიდერმა Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა - ამერიკელი პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ზავის შემდეგ უკრაინამ რამდენიმე დღით შეწყვიტა დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე. 

  • ამ დროის განმავლობაში რუსეთს არ შეუწყვეტია დარტყმები უკრაინის ბენზინგასამართ სადგურებსა და ელექტრო სისტემაზე. ყველაზე მასშტაბური დარტყმა ზავის მესამე დღეს განხორციელდა, რომლის შედეგადაც დაიბომბა კიევის 3 თბოელექტროსადგური. 

ჩაშლილად: "საკმარისია"- ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე ზელენსკიმ თუ რამდენი ხანი დაიცავს კიევი ზავს ცალმხრივად  - მისი თქმით, სამხედროებს უკვე მისცა შესაბიმისი ბრძანება განაახლონ დარტყმები. 

  • ამავე ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მზადაა შეწყვიტოს დარტყმები თუ საკმარისი რაოდენობის PATRIOT-ის რაკეტებს მიიღებს - "ეს არის ის მინიმუმი რასაც ვითხოვ და სამაგიეროდ ვიღებ Starlink-ის ბლოკირებას."

  • გასული ღამით უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს.

დიდი სურათი: უკრაინელი სამხედროების ცნობით, Starlink-ის მუშაობა ბრძოლის ველზე სრულად აღდგა - ამასთანავე მასკის თქმით, მსგავს გადაწყვეტილებებს არა კომპანია, არამედ ამერიკის სახელმწიფო იღებს. 

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე