დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

17:10 | 29 ნოემბერი, 2026 — ისრაელი

ნეთანიაჰუ ეიზენკოტს ერთობის მთავრობას და როტაციაში პირველ ადგილს თავაზობს

ბიბი ნეთანიაჰუმ თავის მთავარ კონკურენტს, გადი ეიზენკოტს ეროვნული ერთობის მთავრობის ჩამოყალიბება და პრემიერ-მინისტრის მონაცვლეობაში პირველი ადგილი შესთავაზა. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ისრაელის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა 28 ნოემბერს განაცხადა.

  • ნეთანიაჰუს შეთავაზების მიხედვით, პირველი 2 წელი პრემიერ-მინისტრის პოსტს გადი ეიზენკოტი დაიკავებს, ხოლო მომდევნო 2 წელი თავად. 

  • ეს ნეთანიაჰუს ხანგრძლივ პოლიტიკურ კარიერაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავს დათმობაზე წავიდა.

ჩაშლილად: გუშინვე შედგა შეხვედრა ნეთანიაჰუსა და ეიზენკოტს შორის, რომელმაც პარტიების განცხადებით "საქმიან გარემოში" ჩაიარა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 

  • Times of Israel-ის ცნობით, ეიზენკოტმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ კვლავ ერთგულია მისი ბლოკის. 

დიდი სურათი: ნეთანიაჰუს განცხადებას წინ უძღოდა მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ  ეიზენკოტი უახლოვდება კოალიციის ჩამოყალიბებას - საუბარია ე.წ. უმცირესობის მთავრობაზე, რომელსაც მხარს დაუჭერენ ქვეყნის არაბული პარტიებიც. 

  • ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთი მსხვილი არაბული პარტიის ლიდერმა, მანსურ აბასმა ჰამასს ტერორისტული ორგანიზაცია უწოდა - რაც ეიზენკოტის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის ერთ-ერთი იყო. 

კონტექსტი:  ეროვნული ერთიანობის მთავრობა ნეთანიაჰუსთან კოალიციაში მიუღებელია ეიზენკოტის ყველა პოლიტიკური პარტნიორისთვის, ნაფტალი ბენეტის გარდა. 


price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე