ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ საუბარმა ძალიან კარგად ჩაიარა.
State of Play: საუბარი დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის გუშინდელ სატელეფონო საუბარს მოჰყვა, რომლის მთავარი შედეგიც ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა - საუბარია ენერგეტიკულ ობიექტებსა და შავი ზღვის აკვატორიაში საომარი მოქმედებების შეჩერებაზე.
- "ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელიც 1 საათს მეტი გაგრძელდა. საუბრის დიდი ნაწილი მიეძღვნა გუშინდელ სატელეფონო საუბარს და რუსეთისა დაუკრაინის საჭიროებებისა და მოთხოვნების დაახლოებას"- წერს ტრამპი.
- ამასთანავე ტრამპის თქმით, უკვე თხოვა თავის მრჩეველსა და სახელმწიფო მდივანს წარმოიდგინონ იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელიც ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განიხილა. ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, რუბიოსა და უოლცის განცხადება მალე გამოქვენდება.
Big Picture: პუტინთან შემდგარი სატელეფონო საუბრის შემდეგ, Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მათ არ განუხილავთ უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო დახმარების შეჩერება.
- კრემლის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზში ჩანს, რომ ცეცხლის სრული შეწყვეტის საკვანძო წინაპირობად უკრაინის სამხედრო დახმარების გაუქმება იყო დასახელებული.
- თეთრი სახლის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, მოლაპარაკებები ზავის ორგანიზების საკითხზე ახლო აღმოსავლეთში დაუყოვნებლივ დაიწყება.
- პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შედეგებს უკვე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი; პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მხარს დაუჭერს ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტას. ამასთანავე, ზელენსკიმ უკვე დაგეგმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი.
- საყურადღებოა, რომ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების მორატორიუმის იდეა თავდაპირველად კიევმა გააჟღერა - დასავლური მედიის ცნობით, გასული წლის ზაფხულში მხარეები ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან, თუმცა, ინიციატივა კურსკში უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაიბლოკა.
Context: დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ცნობით, ამერიკული და უკრაინული დელეგაციების მომდევნო შეხვედრა ერ-რიადში 23 მარტს გაიმართება.