დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

23:23 | 06 ნოემბერი, 2026 — თურქეთი

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: რუსეთისგან ნაკლებ გაზს ვყიდულობთ, რადგან ძვირია

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ალფარსლან ბაირაქტარის თქმით, თურქეთი გააგრძელებს რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირებას უფრო კონკურენტუნარიანი ვარიანტების სასარგებლოდ.


ვითარების არსი: მან აღნიშნა, რომ ამ ცვლილების მიზეზი მხოლოდ საბაზრო პირობებია და არა გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები.


  • "მიზეზი, რის გამოც რუსეთისგან ნაკლებ გაზს ვყიდულობთ, ხოლო აშშ-ისგან - მეტს, ძალიან მარტივია: არა პოლიტიკა, არამედ ფასი. რუსეთი უაღრესად ძვირი ქვეყანაა [მიწოდების თვალსაზრისით]," - ხაზი გაუსვა ბაირაქტარმა.
  • მან განმარტა, რომ მაღალი ხარჯები აჩქარებს თურქეთის გაზის წყაროების დივერსიფიკაციას.
  • "რაც შეეხება ენერგორესურსების მოთხოვნას, ბუნებრივი აირის უაღრესად მაღალი ფასი ფაქტობრივად გვაიძულებს მოვძებნოთ ალტერნატივები - ან გაზის მიწოდების ალტერნატიული არხები, ან უფრო იაფი გაზი, ან გაზი კონკურენტულ ფასებში, ან ალტერნატიული საწვავი," - თქვა ბაირაქტარმა.


სტრიქონებს შორის: მან აღნიშნა, რომ თურქეთის ენერგეტიკის განვითარების ახალი გეგმის შესაბამისად 2040 წლამდე, ქვეყანაში გაზზე პროგნოზირებული მოთხოვნა დარჩება წელიწადში 57 მილიარდი კუბური მეტრის დონეზე, რაც ახლოსაა არსებულ მაჩვენებელთან.


  • ბაირაქტარმა თქვა, რომ ამ გეგმის გარეშე მოთხოვნამ 2040 წლისთვის შესაძლოა წელიწადში 77 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწიოს.
  • თუმცა, მან აღიარა, რომ მოსკოვთან ურთიერთობების გაწყვეტა მოსალოდნელი არ არის და თურქეთს კვლავ დასჭირდება რუსული გაზი.


დიდი სურათი: გარდა ამისა, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში გაზის მარაგები თანდათან იწურება, ხოლო თურქმენეთში არსებული "უხვი" მარაგები შესაძლოა გახდეს ქმედითი ალტერნატივა როგორც ევროპელი პარტნიორების, ისე თურქული ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.


  • თუმცა ინფრასტრუქტურული პრობლემები, მათ შორის დავა კასპიის ზღვაში ექსკლუზიური ეკონომიკური ზონების შესახებ, აფერხებს გაზსადენის მშენებლობას, რომელიც თურქმენეთს აზერბაიჯანთან დააკავშირებს.
  • ირანთან თურქეთის გაზის კონტრაქტების მოქმედების ვადა ნოემბერში იწურება და გაურკვეველი რჩება, მზად არის თუ არა ანკარა თანამშრომლობის გასაგრძელებლად.
  • წლის დასაწყისში აშშ-ის სანქციები ირანის წინააღმდეგ გაძლიერდა, რამაც რეგიონის ქვეყნები იძულებული გახადა მიეღოთ ზომები ირანული საწარმოებისა და საფინანსო სექტორის წინააღმდეგ.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე