რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით 159 090 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 12 მარტს ფეისბუქზე განაცხადა.
გუშინდელი დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1090-მდე დამპყრობელი გაანადგურეს.
უკრაინაში რუსული ჯარების სხვა დანაკარგები ასეთია:
- ტანკები - 3466 (+8);
- ჯავშანტექნიკა - 6769 (+7);
- საარტილერიო სისტემები - 2487 (+4);
- სარაკეტო სისტემები - 493;
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 259 (+2);
- თვითმფრინავები - 304;
- ვერტმფრენები - 289;
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 2108;
- ფრთოსანი რაკეტები - 907;
- გემები / ნავები - 18;
- საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 5348 (+4);
- სპეცტექნიკა - 242.