18:07 | 08 სექტემბერი, 2026
უნგრეთი 10 რუს დიპლომატს აძევებს
უნგრეთის მთავრობა 10 რუსს დიპლომატს აძევებს - ისინი მხილებულები არიან "მიუღებელ, ვენის კონვენციასთან შეუსაბამო საქმიანობაში." ~
ვითარების არსი: ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი, ანიტა ორბანი თავის სოციალურ ქსელში წერს.
- საგარეო უწყებაში დაიბარეს რუსეთის ელჩი უნგრეთში, რა დროსაც გააცნეს გადაწყვეტილება.
ჩაშლილად: ორბანის თქმით, დიპლომატების გაძევება არ ნიშნავს, რომ ბუდაპეშტი წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან, მისი თქმით, გადაწყვეტილება მიმართულია დაიცვას ბუდაპეშტის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება.
- საგარეო უწყების განცხადება პარლამენტში გამოსვლისას წაიკითხა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმაც.
- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ბუდაპეშტს, "ხისტი და მტკივნეული" საპასუხო ზომებით დაემუქრა.
კონტექსტი: საყურადღებოა, რომ ორბანის თითქმის 16 წლიანი მმართველობის პერიოდში უნგრეთმა მხოლოდ 1 რუსი დიპლომატი გააძევა - შემთხვევა 2018 წელს სერგეი სკრიპალის მოწამვლის შემდეგ მოხდა.
- Spiegel-ის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში არჩევნებში პეტერ მადიარის გამარჯვებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, უნგრეთის საგარეო კურსი მკვეთრად შეიცვალა.