უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 22 აგვისტოს, ათენში, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა.
"ღია, გულწრფელი, პროდუქტიული საუბარი სერბეთის პრეზიდენტ ვუჩიჩთან. კარგი საუბარი გაეროს წესდების პატივისცემასა და საზღვრების ხელშეუხებლობაზე." - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ხალხის მომავალზე "ერთიან ევროპულ სახლში," ურთიერთობების განვითარებაზე, რაც ორივე ქვეყნის "საერთო ინტერესს" წარმოადგენს.
კონტქსტი
მანამდე სერბეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს 1 ივნისს შეხვდნენ, როდესაც ზელენსკიმ და ვუჩიჩმა კიშინოვში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მოკლედ ისაუბრეს.
10 აგვისტოს ვუჩიჩმა თქვა: "თუ უკრაინა აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, ერთ დღეში ყველაფერს დაკარგავს."
21 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი საბერძნეთში ბალკანეთის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ლიდერი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის მიერ მიწვეულ არაფორმალურ ვახშამზე სტუმრებს შორის იქნება.
შეხვედრის თემები იქნება რეგიონის ევროინტეგრაცია, ენერგეტიკული უსაფრთხოება ბალკანეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რომლებიც სერბეთს არ დაუწესებია და ამ უკანასკნელის დიალოგი კოსოვოს რესპუბლიკასთან.