უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღადგინა კონტროლი ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე. ამ ქალაქის ოკუპაციის შესახებაც რუსეთის გენერალური შტაბმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად მოახსენა.
ვითარების არსი: რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულმა Telegram-არხმა Рыбарь-მა 24 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსული ჯარების ვითარება კუპიანსკში "კრიტიკულზე უარესია."
- "თვით კუპიანსკში ვითარება, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკულზე უარესია, ისევე როგორც აღმოსავლეთ სანაპიროზე," — ნათქვამია განცხადებაში.
- ასევე აღნიშნულია, რომ დაკარგულია მდინარე ოსკოლის დასავლეთ სანაპიროზე არსებული პლაცდარმის ნაწილი, კერძოდ სოფლები: კონდრაშოვკა, რადკოვკა და მოსკოვკა. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი დაამყარა რძის კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე.
- Telegram-არხის ცნობით, კუპიანსკში მოქმედმა რუსეთის არმიის ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა დეკემბერში თითქმის 150 სამხედრო დაკარგა "ცრუ მოხსენებების რეალიზების მცდელობისას... ნოემბერში ერთ-ერთი 'გათავისუფლებული' დასახლებული პუნქტის მისადგომებთან."
ჩაშლილად: არხის ავტორის თქმით, ნოემბერში გაკეთებული პირველი განცხადებები კუპიანსკზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ გაჟღერდა იმ დროს, როდესაც იქ "მხოლოდ ზემცირე ჯგუფები" მოქმედებდნენ.
- "ქალაქი ნორმალურად არ გამაგრებულა არც გათავისუფლების შესახებ განცხადებამდე და არც მას შემდეგ," - აცხადებს Рыбарь.
- ის ასევე ხაზს უსვამს, რომ მცდარი ინფორმაცია, რომელსაც სამხედრო სარდლობა ხელისუფლებას გადასცემს, აზიანებს ვითარებას ფრონტზე: "ვითარების შესახებ მცდარი მოხსენებების გამო, რეზერვები, რომლებიც 'არ დასჭირდათ' კუპიანსკის აღებისა და გაწმენდისთვის, სხვა მონაკვეთებზე გადაისროლეს."
დიდი სურათი: ამ პროპაგანდისთის განცხადებებს განცხადებებს სხვა პოპულარულმა Z-ბლოგებმაც დაუჭირეს მხარი.
- არხმა "ორი მაიორი" (Два майора) კუპიანსკის აღების შესახებ ცნობებს უწოდა "საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია," რომელშიც "ჩვენ საკუთარი თავი დავამარცხეთ."
- ხოლო "სამხედრო მიმომხილველმა" (Военный обозреватель) განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა კონტროლი კუპიანსკის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაკარგეს.