დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

11:06 | 19 ოქტომბერი, 2026 — აშშ

ზელენსკი: აშშ-ის ნაბიჯები უკრაინის კაპიტულაციის იძულებას ჰგავს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებული შტატები კიევზე ზეწოლის მცდელობაში დაადანაშაულა, რათა უკრაინამ რუსეთის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადოს. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვითარების არსი: აშშ-სა და უკრაინას შორის ურთიერთობებში დაძაბულობის ფონზე, ზელენსკიმ ჩამოთვალა ვაშინგტონის მიერ კიევის მიმართ გადადგმული არამეგობრული ნაბიჯების სია. მათ შორის Starlink-ის მუშაობის შეზღუდვა და Patriot-ის ისედაც მცირე რაოდენობის რაკეტების მიწოდების შეფერხება.

  • "მიმაჩნია, რომ გადაიდგა ნაბიჯები, რათა უკრაინა კაპიტულაციაზე წასულიყო," - განაცხადა ზელენსკიმ. "მე არ ვამბობ, რომ ეს არის მიზანი, რომლისკენაც ჩვენი პარტნიორები ისწრაფვიან. არ მინდა ვიფიქრო, თითქოს ჩვენი ამერიკელი პარტნიორები თვლიან, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომის დასრულება უკრაინის ხარჯზე უფრო სწრაფადაა შესაძლებელი. მაგრამ ეს სწორედ ასე გამოიყურება."

სტრქიონებს შორის: უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა, რომ ის მზად იყო დათანხმებოდა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტას Patriot-ის სისტემებისთვის დამატებითი რაკეტების სანაცვლოდ.

  • "ახლა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინ სახიფათო დღეები გველოდება. ჩემი ბოლო წინადადება ასეთი იყო: ჩვენ არ ვბომბავთ რუსულ დიზელის საწვავს, ხოლო თქვენ გვაწვდით რაკეტებს Patriot-ის სისტემებისთვის ჩვენი ობიექტების დასაცავად. მაგრამ მათ უბრალოდ სურთ, რომ ჩვენ შევწყვიტოთ დიზელის საწვავთან დაკავშირებულ ობიექტებზე შეტევა. და თუ ამას გავაკეთებთ, ისინი მაინც გამოგვირთავენ რაღაცას," - განაცხადა ზელენსკიმ.

დიდი სურათი: კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიზელის შესახებ შეთანხმება გააფორმა, რადგან არ სურს პუტინის ჩამოშორება სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან.

  • ამასთანავე მან აღნიშნა, რომ ზელენსკის ომის გაგრძელება სურს.
  • გამოცემა The Wall Street Journal-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინს ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრა სურს უკრაინაში ომის დასრულების განსახილველად. გაზეთის ცნობით, ტრამპი შეხვედრას არ დათანხმდა და ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა ეს სამიტი.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე