მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

19:55 | 26 აგვისტო, 2026 — უკრაინა

ზელენსკი: პროკოპენკო და ბილეცკი დონეცკის ოლქში ორ განახლებულ დაჯგუფებას უხელმძღვანელებენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული პოზიციები დონეცკის ოლქში გაძლიერდება ორი განახლებული დაჯგუფებით, რომლებსაც დენის პროკოპენკო და ანდრეი ბილეცკი უხელმძღვანელებენ.

ვითარების არსი: "ჩვენი პოზიციები დონეცკის ოლქში გაძლიერდება ორი განახლებული დაჯგუფების წყალობით. მეთაურები გახდებიან უკრაინის გმირი დენის პროკოპენკო და უკრაინის გმირი ანდრეი ბილეცკი." - აღნიშნა ზელენსკიმ.

  • მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ  ბილეცკის უკრაინის გმირის "ოქროს ვარსკვლავი" გადასცა.
  • პრეზიდენტის თქმით, ფრონტზე შემდგომი ნაბიჯები მან უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილო დრაპატისთან, გენშტაბის წარმომადგენლებთან და თავდაცვის მინისტრ ევგენი ხმარასთან განიხილა.

სტრიქონებს შორის: გარდა ამისა, ზელენსკიმ მოუსმინა საჰაერო-საიერიშო ჯარების სარდლის, ოლეგ აპოსტოლის მოხსენებას და ესაუბრა მეთაურებს ზაპოროჟიეს მიმართულებაზე.

  • უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იქ იგეგმება საჭირო საშუალებების, კერძოდ სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსების რაოდენობის გაზრდა, ასევე მათი წარმოებისა და შესყიდვების გაფართოება.
  • ამასთანავე, ზელენსკიმ დააანონსა უფრო სისტემური მიდგომა "საშუალო მანძილის დარტყმებისადმი" (mid-strikes) და განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრთან და მთავარსარდალთან შეათანხმა საჭირო საკადრო გადაწყვეტილებები.

დიდი სურათი: უკრაინის ლიდერი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილო დრაპატისთან ერთად ფრონტზე, ალექსანდროვსკის მიმართულებით გაემგზავრა.

  • 24 აგვისტოს ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა ბრიგადის გენერალს, მესამე საარმიო კორპუსის მეთაურს, ანდრეი ბილეცკის.

ასევე ნახე