მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:58 | 26 აგვისტო, 2026 — უკრაინა

ზელენსკიმ მასკი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა

უკრიანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის 26 აგვისტოს ბრძანებულებაში.

ვითარების არსი: ბრძანებულების ტექსტის თანახმად, ილონ მასკი თავისუფლების ორდენით დაჯილდოვდა "ადამიანთა სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვაში გაწეული პირადი დამსახურებისთვის, უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის."

  • "დაჯილდოვდეს თავისუფლების ორდენით მასკი ილონი - მეწარმე, ინჟინერი, კომპანიების Space X-სა და Tesla-ს ხელმძღვანელი, ამერიკის შეერთებული შტატები," - ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.

სტრიქონებს შორის: 28 ივლისს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს სთხოვა ილონ მასკისთვის თხოვნით მიემართა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მიეცა ბალისტიკური რაკეტების გამშვი მოწყობილობების დასაზიანებლად.

  • 7 აგვისტოს გამოცემა The Atlantic-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ მასკი ჯერჯერობით უარს ამბობს უკრაინას მისცეს Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შესაძლებლობა.
  • ასევე, მედია წერდა, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების მომენტიდან მიხაილო ფედოროვი არაფორმალური არხებით ცდილობს მასკის დარწმუნებას, თუმცა, ის ჯერჯერობით უარს ამბობს პოზიციის შეცვლაზე.

დიდი სურათი: ზამთარში ილონ მასკი გამოეხმაურა მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ფედოროვის თხოვნას, დახმარებოდა რუსულ დარტყმით უპილოტო საფრენ აპარატებზე Starlink-ის გამოყენების პრობლემის მოგვარებაში.

  • 5 თებერვალს რუსებს Starlink-ის ტერმინალები მასობრივად გაეთიშათ.
  • 2025 წლის მარტში მასკმა განაცხადა, რომ არასოდეს გაუთიშავს Starlink-ის ქსელს უკრაინელ სამხედროებს, თუნდაც იგი არ ეთანხმებოდეს უკრაინის პოლიტიკას. მასკმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ფრონტის ხაზი ჩამოიშლებოდა, მას რომ უკრაინელებისთვის Starlink გაეთიშა.

ასევე ნახე