ახალი ამბები

12:03 | 28 ივლისი, 2026 — აშშ

ზელენსკისთან შეხვედრაზე სენატის ასივე წევრი მიიწვიეს - The Hill

აშშ-ის სენატის ყველა წევრი მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, რომელიც ვაშინგტონში რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩავიდა. ამის შესახებ 27 ივლისს, The Hill წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ვითარების არსი: მოსალოდნელია, რომ სენატი ზელენსკის ვიზიტის დროსვე დაიწყებს კენჭისყრას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტზე, რომელიც ლინდსი გრემის მონაწილეობით შემუშავდა.

  • რესპუბლიკელი სენატორი უკრაინის ლიდერს კიევში 10 ივლისს შეხვდა, რაც სენატორის ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა იყო. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს სანქციების შესახებ კანონპროექტს და მასში ირანისა და "ჰეზბოლას" წინააღმდეგ სანქციების დამატება მოითხოვა.

სტრიქონებს შორის: ტრამპი 28 ივლისს მიიღებს ზელენსკის და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მათ ცალ-ცალკე შეხვდება.

  • CNN თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ნეთანიაჰუსთან საუბრის თემა იქნება ლიბანთან მოლაპარაკებების მიმდინარეობა და ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის "აბრაამის შეთანხმებების" გაფართოებისაკენ მიმართული ძალისხმევა.
  • მისი თქმით, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრისას ლიდერები რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს განიხილავენ.
  • "ახლა სწორი დროა ომის დასასრულებლად," - ხაზი გაუსვა მან.  

დიდი სურათი: 24 ივლისს, ულტრამემარჯვენე აქტივისტმა და ბლოგერმა ლორა ლუმერმა, რომელიც ტრამპს უჭერს მხარს, ზელენსკისთან ინტერვიუ ჩაწერა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მას აშშ-ში ვიზიტის შესახებ უამბო.

  • სააგენტო Reuters-ის წყაროს ცნობით, უკრაინისა და აშშ-ის ოფიციალური პირები განიხილავდნენ რუსეთისთვის საჰაერო სივრცეში ზავის დადების შეთავაზების შესაძლებლობას.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე