დონალდი ტრამპი დაეჭვდა სურს თუ არა ვლადიმირ პუტინს ომის დასრულება და აკრიტიკებს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს.
State Of Play: ამის შესახებ ამერიკელი პრეზიდენტი კუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში წერს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს ეხება. პოსტი იტალიის დედაქალაქში უკრაინელ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ცოტა ხანში გამოქვეყნდა.
- ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ვლადიმირ პუტინს არ ჰქონია არანაირი მიზეზი ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის ქალაქების დასაბომბად.
- "ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა პუტინს სინამდვილეში არ სურს ომის დასრულება და ის უბრალოდ თავს იკატუნებს ჩემს წინაშე და ხომ არ არის საჭირო მასთან სხვაგვარად მოქმედება, მაგალითად, საბანკო სექტორის ან მეორადი სანქციების მეშვეობით",- წერს ტრამპი.
- პოსტში ამერიკის პრეზიდენტი New York Times-ის ერთ-ერთი რედაქტორის პიტერ ბეიკერის მიერ გამოქვეყნებულ სვეტს აკრიტიკებს, რომელიც თავის უკრაინის საკითხზე ტრამპის პოლიტიკის კრიტიკას ეძღვნება.
- ტრამპი წერს, რომ შექმნილ ვითარებაში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძალიან რთული იქნება და მთავარ პრობლემად მისი დემოკრატი წინამორბედების "უუნარობას" ასახელებს.
Big Picture: დღევანდელი პოსტი ბოლო თვეებში რუსეთსა და აშშ-ს შორის დაწყებული მოლაპარაკებების შემდეგ სულ მეორე შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი პრეზიდენტი რუს კოლეგას აკრიტიკებს.
- ტრამპი ინაუგურაციიდან მალევე დაემუქრა რუსეთს სანქციების გამკაცრებით და მეორადი სანქციების ამოქმედებით, მაგრამ სამშვიდობო პროცესის ინიცირების შემდეგ, მისი ადმინისტრაციის რიტოიკა მკვეთრად შეიცვალა და შესამჩნევად დუახლოვდა რუსეთისას.
- რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი წერდა, რომ "არ იყო ბედნიერი" რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმებით - "ვლადიმირ გაჩერდი!"- წერდა ტრამპი.
Context: რომში გამართულ შეხვედრა დადებითად ახასიათებს ვოლოდიმირ ზელენსკიც - "ძალიან სიმბოლური შეხვედრა გვქონდა, რომელსაც აქვს პოტენციალი გახდეს ისტორიული, თუ ერთობლივ შედეგს მივაღწევთ. მადლობა დონალდ ტრამპს."
- ეს თეთრ სახლში გამართული სკანდალური შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი სამიტი იყო.