ვიდეო

15:26 | 27 მაისი, 2026

ირანი ამერიკული დარტყმის მოლოდინში - რუკა და ტერიტორია (S2) EP1

პოდკასტ „რუკა და ტერიტორიის“ ამ ეპიზოდში განხილულია ახლო აღმოსავლეთში მკვეთრად ესკალირებული ვითარება და ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დაწყების შესაძლებლობა. გაანალიზებულია სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ძალების უპრეცედენტო მობილიზება და ისლამური რესპუბლიკის შიდა სტრუქტურული პრობლემები.

მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მხარეთა სამხედრო ბალანსს, აშშ-სა და ისრაელის კონკრეტულ მოთხოვნებს და ამ პუნქტებზე თეირანის ხისტ პოზიციას. წამყვანები მსჯელობენ იმაზე, თუ რა გაკვეთილი გამოიტანა უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ განვლილი 12-დღიანი ომიდან და როგორ ხედავს პენტაგონი ოპერაციის შესაძლო სცენარებს.

ეპიზოდის დასკვნით ნაწილში შეფასებულია რეგიონული მოთამაშეების ინტერესები და ირანის რეჟიმის პოტენციური საპასუხო ნაბიჯები შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან. ბოლოს, გაანალიზებულია, თუ რა პირდაპირი ან ირიბი გავლენა ექნება ახლო აღმოსავლეთში შეცვლილ ძალთა ბალანსს საქართველოს უსაფრთხოებაზე.


ასევე ნახე