დაეხმარე რეალპოლიტიკას

ვიდეო

16:16 | 01 ნოემბერი, 2026 — აშშ

ამერიკა "ლურჯი ტალღის" მოლოდინში - რუკა და ტერიტორია (S3) EP7

3 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები ჩატარდება. რა განაპირობებს დონალდ ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერის შემცირებას, როგორ აისახა ირანთან ომი ამერიკელების საზოგადოებრივ განწყობებზე და რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასების ზრდა და მიგრაციის საკითხი ამომრჩევლის გადაწყვეტილებაში?

პოდკასტის წამყვანებმა, აკა ზარქუამ და გიორგი ლოლაძემ, განიხილეს ტრამპის ადმინისტრაციის პრობლემები, კორუფციის ბრალდებები და ის მიზეზები, რის გამოც პრეზიდენტმა საკუთარ ამომრჩეველთან კავშირი დაკარგა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დემოკრატების საარჩევნო კამპანიის წარმატებას, გადამწყვეტ შტატებში კანდიდატების პირად ფაქტორს და იმ შტატებს, რომელმაც შესაძლოა სენატში ძალთა ბალანსი შეცვალოს. არის თუ არა შუალედური არჩევნები ტრამპის პოლიტიკური გავლენის შესუსტების დასაწყისი და შეიძლება თუ არა 2026 წელი მისი პოლიტიკური ეპოქის დასასრულის ნიშნად იქცეს?

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე