დაეხმარე რეალპოლიტიკას

ვიდეო

12:23 | 18 ოქტომბერი, 2026

ტრამპის და პუტინის შეთანხმება უკრაინაში ომის ფონზე - რუკა და ტერიტორია (S3) EP5

პოდკასტის ახალ ეპიზოდში აკა ზარქუა და გიორგი ლოლაძე ტრამპისა და პუტინის ურთიერთობას, დიზელთან დაკავშირებული შეთანხმების მნიშვნელობას და რუსეთთან ენერგეტიკული ზავის ჩაშლის მიზეზებს განიხილავენ.

საუბარი ასევე ეხება აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ არსებულ საზოგადოებრივ განწყობებს, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და ბუდაპეშტის მემორანდუმის გამოცდილებას. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიმდინარე პროცესებს ომის მსვლელობასა და ევროპის უსაფრთხოებაზე და რას მიანიშნებს ნატოს მთავარსარდლის გაფრთხილება რუსეთის მიმართ?

ეპიზოდის მეორე ნაწილი ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს ეთმობა. წამყვანები საუდის არაბეთსა და ჰუსიტებს შორის დაპირისპირებას, ირანთან ომის განახლების პერსპექტივას და აზერბაიჯანში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის აკრძალვის საკითხს და ამ გადაწყვეტილების ფონზე თურქეთთან ურთიერთობებში შესაძლო დაძაბულობას.


ასევე ნახე