15:47 | 13 ოქტომბერი, 2026 — უკრაინა
წარმატება ფრონტზე და პრობლემები ზურგში: უკრაინა მძიმე ზამთრის მოლოდინში - რუკა და ტერიტორია (S3) EP4
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასობრივი ტერორის ტაქტიკას აძლიერებს და ზამთრის მოახლოებასთან ერთად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმები კიდევ უფრო მნიშვნელოვან გამოწვევად იქცევა. როგორ ხვდება კიევი ომის მეხუთე ზამთარს, რამდენად სტაბილურია ფრონტის ხაზი და რა ვითარებაა დონეცკის ოლქის საკვანძო მიმართულებებზე?
"რუკა და ტერიტორიას" მე-4 ეპიზოდში პოდკასტის წამყვანები რეალპოლიტიკის ანალიტიკოს რაუფ ჭიჭინაძესთან ერთად უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს, ფრონტზე არსებულ ვითარებასა და უკრაინული კონტრიერიშის შედეგებს განიხილავენ.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაა უკრაინის შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა ომის პირობებში. რა პროცესები ვითარდება უკრაინულ პოლიტიკაში, რა დგას ოლექსი გონჩარენკოს გარშემო ატეხილი სკანდალის უკან და რამდენად მზად არის ქვეყანა ზამთრისთვის, როდესაც რუსული დარტყმები ენერგეტიკულ სისტემას კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის? ასევე განვიხილავთ დასავლური დახმარების მნიშვნელობას, რეაქტიული რუსული დრონების წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევებსა და იმ ფაქტორებს, რომლებიც უკრაინის თავდაცვისუნარიანობაზე გავლენას ახდენს.
ეპიზოდში ვმსჯელობთ ომის სხვადასხვა განზომილებაზე - ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენებიდან საერთაშორისო პოლიტიკამდე.